საჩხერის "ჩიხურამ" 5 ფეხბურთელი დაიმატა, 9 მოთამაშეს კონტრაქტი გაუგრძელა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCChikhura

საჩხერის "ჩიხურამ" 2020 წლის სეზონის წინ მზადების პროცესში 5 ახალი ფეხბურთელი დაიმატა, ხოლო 9 მოთამაშეს კი კონტრაქტი გაუხანგრძლივა. საჩხერელთა ძირითად გუნდში აკადემიის რამდენიმე წევრიც დაწინაურდა.

იმერულ კლუბს შეუერთდნენ: თავდამსხმელი ვილი ისიანი, ნახევარმცველი ლუკა კიკაბიძე, ნახევარმცველი კახაბერ კახაბრიშვილი, მცველი გოდერძი მაჩაიძე, ნახევარმცველი შოთა გვაზავა.

კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს: დინო ჰამზიჩმა, შოთა კაშიამ, ლაშა ჩიკვაიძემ, ბესო დეკანოიძემ, გიორგი კორიფაძემ, ირაკლი ლექვთაძემ, ირაკლი კამლაძემ, ოლეგ მამასახლისმა, ზურა მწყერაშვილმა.

"ჩიხურას" აკადემიიდან მთავარ გუნდში დააწინაურეს: ავთო კაპანაძე, ზურა კაპანაძე, ალექსანდრე ტეფნაძე, თენგო ბუღაძე, ირაკლი
სირაძე.

მოგეხსენებათ, საჩხერელთა მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძის წასვლის შემდეგ ვახტანგ თურმანიძე იქნება. გუნდი 10 თებერვლიდან 22 თებერვლამდე შეკრებას თურქეთში, ქალაქ ბელეკში გაივლის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდი ბელუხა შენ მაინც უშველე ჩიხურას ევრო საგზური არ გვინდა საქართველოს ჩემპიონატის მოგება გვინდა ერთხელა მაინც და ისტორიაში შეხვალ
ჩუმელა
11:46 28-01-2020
0
ამ სურათმა მოიცვა მთელი ინტერნეტ სივრცე თავისი უშუალობით
Dila
17:03 24-01-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული