თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამო" მეორე საკონტროლო მატჩში ბულგარეთის "არდასთან" 2:3 დამარცხდა.
პირველი ტაიმი ბულგარელებმა 1:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ 3:0 დაწინაურდნენ, ბოლოს კი საქართველოს ჩემპიონმა 2 გოლი გაიტანა - ახვლედიანმა და ბაბუნაძემ პენლტით. არადა, ჩვენი გუნდი დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა.
"დინამოს" სასტარტო შემადგენლობა: მიგინეიშვილი, ტრუბოჩკინი, სანდოხაძე, კობოური, იაშვილი, ნინუა, კუცია, ქარდავა, ბუღრიძე, ქიმაძე, კაპანაძე
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: აწყურელი, კალანდაძე, მექვაბიშვილი, ახვლედიანი, პაპავა, ბაბუნაძე, ჯანგიძე, მუჯირი, კუხიანიძე, ზარია, მოისწრაფიშვილი
კვასხვაძემ, ქავთარაძემ, კამარამ, დაფემ და მჭედლიძემ მცირე ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღეს.
შეგახსენებთ, პირველი ამხანაგური მატჩი "დინამომ" რუმინულ "ვოლუნტართან" 1:3 წააგო, 30 იანვარს კი შეკრების ბოლო შეხვედრას კრაკოვის "ვისლასთან" ჩაატარებს.