გაბრიელ რამოსმა ბათუმის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
ბრაზილიელმა ნახევარმცველმა გაბრიელ რამოსმა ბათუმის "დინამო" დატოვა, - ამის შესახებ აჭარული კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება.

23 წლის ფეხბურთელმა და კლუბმა ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

რამოსი "დინამოს" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო და დამშვიდობებისას კლუბს მადლობა გადაუხადა.

მან ორ სეზონში ჩემპიონატის 56 მატჩში 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიზეზი?
vax-vax
21:38 26-01-2020
0

სიახლეები პოპულარული