ნიდერლანდური საიტის, bndestem.nl-ის ცნობით, კურასაოს ნაკრების 21 წლის მცველი იურიხ კაროლინა კარიერას თბილისის "საბურთალოში" განაგრძობს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელი უკვე საქართველოში იმყოფება და "საბურთალოსთან" კონტრაქტს მალე მოაწერს ხელს.
კაროლინა 2015-18 წლებში პსვ-ის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, შემდეგ კი "ბრედაში" გადავიდა და ერედივიზიონში 6 მატჩი ჩაატარა. "ბრედამ" "დენ ბოსხში" გაანათხოვრა, იქ კი საერთოდ არ ათამაშეს.
ახალგაზრდა მცველი თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრია. კაროლინა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში "საბურთალოს" მე-3 უცხოელი შენაძენია.
ხო მაგრამ აქანე უკვე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაა, აქანე აღარ გეწერება მაყუთიო და ძლივს მოაბრუნეს ფრანკფურტი ბაზელის ავტომაგისტრალიდან...
აქანე რა ვიცი აპა, ზესტაფონამდე ქე ჩაირბენს შეუსვენებლივ, იქანა მამაჩემი დახვტება ოციანი ადესით და ვინცხამ ოუხსენით, თხოვეთ მაგ კაი კაცს, იქნება სააღდგომოდ ჩამეიტანოს, ჰააა???
აბა შენ იცი ტომი!
შენი იმედი გვაქვს საბურთალოს და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მთლა აქეთა მხარეს სიმონ...