თბილისის "საბურთალო" მცველმა გიორგი რეხვიაშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
რეხვიაშვილი "საბურთალოში" 2018 წლიდან თამაშობდა, ხოლო 2019 წლის ნახევარი სეზონი ბერძნულ "ლევადიაკოსში" გაატარა, ამის შემდეგ კი ისევ დედაქალაქურ კლუბს დაუბრუნდა.
რეხვიაშვილი "საბურთალოსთან" ერთად ჯერ ქვეყნის ჩემპიონი, შემდეგ კი დავით ყიფიანის თასის მფლობელი გახდა.
კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.