"საბურთალო" "პსვ ეინდჰოვენის" ყოფილ მცველს იმატებს

AutoSharing Option
ნიდერლანდური საიტის, bndestem.nl-ის ცნობით, კურასაოს ნაკრების 21 წლის მცველი იურიხ კაროლინა კარიერას თბილისის "საბურთალოში" განაგრძობს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი უკვე საქართველოში იმყოფება და "საბურთალოსთან" კონტრაქტს მალე მოაწერს ხელს.

კაროლინა 2015-18 წლებში პსვ-ის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, შემდეგ კი "ბრედაში" გადავიდა და ერედივიზიონში 6 მატჩი ჩაატარა. "ბრედამ" "დენ ბოსხში" გაანათხოვრა, იქ კი საერთოდ არ ათამაშეს.

ახალგაზრდა მცველი თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრია. კაროლინა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში "საბურთალოს" მე-3 უცხოელი შენაძენია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბრედაში სამჯერ ანდეს პენალტი. ორჯერ ააცილა, ფეხი. მესამედ ქე მოარტყა მარა, მიწაც მოთხარა და ტრამვა მიიღო, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. მერე დენ ბოსხშიი გოუშვეს და იქანა ამან ირბინაააააა! ბოლოს რომ კითხეს, რატომ დარბიხარ, მიზეზი რა არისო, თქვა; ასე მითხრეს რომე, აქანე თუ არ დარბიხარ, ხელფასსს არ მოგცემენო.
ხო მაგრამ აქანე უკვე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაა, აქანე აღარ გეწერება მაყუთიო და ძლივს მოაბრუნეს ფრანკფურტი ბაზელის ავტომაგისტრალიდან...
აქანე რა ვიცი აპა, ზესტაფონამდე ქე ჩაირბენს შეუსვენებლივ, იქანა მამაჩემი დახვტება ოციანი ადესით და ვინცხამ ოუხსენით, თხოვეთ მაგ კაი კაცს, იქნება სააღდგომოდ ჩამეიტანოს, ჰააა???
აბა შენ იცი ტომი!
შენი იმედი გვაქვს საბურთალოს და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მთლა აქეთა მხარეს სიმონ...
კ ო მ ბ ლ ე
30 იანვარი 2020 01:10
7
სათაური მაგარია რა! პსვ-ს ყოფილი მცველი! ახალგაზრდული და ნამდვილ პსვ სულ სხვა და სხვა გუნდია! ბრედაში 6 თამაში უთამაშია თურმე!! ვაი ჩვენს თავს( ჩემპიონატს) უბედურს!
Robota
29 იანვარი 2020 18:35
8
ყოჩაღ საბურთალოს, სწორი მიმართულებით მუშაობენ. ასეთი ტრანსფერები სჭირდება ჩვენს ჩემპიონატს.
ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი
29 იანვარი 2020 17:23
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული