ეროვნული ლიგის კლუბი "სამტრედია" 7-მა ფეხბურთელმა დატოვა, - იტყობინება კლუბი "ფეისბუქის" მეშვეობით.
გურამ სამუშიას, ავთო ენდელაძეს, გიორგი ივანიაძეს, გიორგი ცერცვაძეს, ვაჟა ქიქავას, დავით რაჟამაშვილსა და დენის დობროვოლსკის კლუბთან კონტრაქტი ამოეწურათ.
გაწეული სამუშაოსთვის კლუბი მათ მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს მომავალში.
გარდა ამისა, ზაურ ხაბეიშვილი იჯარის წესით "ზუგდიდში" ითამაშებს.
აქვე გეტყვით, რომ გასულ რამდენიმე დღეში კლუბმა არაერთი ფეხბურთელი დაიმატა. ესენია: 24 წლის ნახევარმცველი ლაშა ქოჩლაძე, 22 წლის ფორვარდი ლუკა იმნაძე და 27 წლის შემტევი გიორგი ილურიძე.