ua-football.com-ის ცნობით, ბათუმის "დინამომ" უკრაინელ მეკარეს, იჰორ ლევჩენკოს ხელშეკრულება გაუფორმა.
28 წლის ლევჩენკო (სიმაღლე 190 სმ) დონეცკშია დაბადებული. თამაშობდა ადგილობრივ "ოლიმპიკში", ოდესის "ჩერნომორეცში", ზაპოროჟიეს "მეტალურგში", ლუგანსკის "ზორიაში", "მარიუპოლში", ფინეთის "მარიეჰამსა" და შვედეთის "ესკილსტუნაში".
ლევჩენკო უკრაინის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, 2009 წელს კი 19-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.
იჰორი აჭარულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა.