გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ

AutoSharing Option
26 წლის გარემარბმა გიორგი ჭანტურიამ საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსთან" კონტრაქტი გააფორმა და წარდგენისას ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი იქ, სადაც საფეხბურთო კარიერა დავიწყე. ძალიან წარმატებულად წავედი ამ კლუბიდან, "საბურთალო" დიდი ტრამპლინი იყო ჩემთვის. გარკვეული მიზეზების გამო საკმაო დრო გამიცდა, თუმცა ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვზივარ იქ, სადაც 10 წლის წინ ჩემი "ბარსელონაში" ტრანსფერი წყდებოდა.

როცა კარიერის საქართველოში გაგრძელება გადავწყვიტე, არც მიფიქრია, თუ რომელ გუნდში ვითამაშებდი. ჩემთვის "საბურთალო" გუნდზე მეტია, სახლივითაა. თან აქ გია ცეცაძე არის, ადამიანი ვისაც ძალიან
დიდი წვლილი აქვს იმაში, რომ დღეს მე როგორც ფეხბურთელი, რაღაცას წარმოვადგენ.

ახლა ძალიან მოტივირებული ვარ და მოუთმენლად ველოდები თანაგუნდელებთან შეხვედრას, მათთან საერთო ენის როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ გამონახვას. ერთი სული მაქვს როდის შევუერთდები გუნდს შეკრებაზე და დავიწყებ მზადებას ჯერ 23 თებერვლისათვის (ჩემპიონატის სტარტის დღე) და შემდეგ უკვე მთლიანად ჩემპიონატისათვის.

ბუნებრივია, გიას დიდი როლი არის ჩემს "საბურთალოში" დაბრუნებაში. მან აიღო უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ ამდენხნიანი უთამაშებლობის შემდეგ ეთქვა ჩემზე, რომ საჭირო ფეხბურთელი ვიყავი და ჩემთან ერთად კარგ შედეგებს მიაღწევდა.

ოპერაციების მიუხედავად ახლა თავს კარგად ვგრძნობ, არანაირი ტრავმა არ მაწუხებს. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთთან დაკავშირებით რაც ცუდი მომხდარა, ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. რამდენიმე აგენტის გამო გამიცდა დიდი დრო, თუმცა ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ.

ვთვლი, რომ საქართველოს ჩემპიონატთან ადაპტაცია არ გამიჭირდება, რადგან მე სახლში დავბრუნდი. რაც მთავარია, გულშემატკივრები, მათ გარეშე არცერთი ფეხბურთელის თამაშს არ აქვს აზრი და მგონია, რომ კიდევ შემრჩა ის უნარები, რომლითაც ლამაზი ფეხბურთის თამაში შემიძლია და იმედია, ყველაფერი კარგად გამოვა,"- განაცხადა გიორგიმ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
წარმატებები ჭანტურიასაც, საბურთალოსაც და საერთოდ ქართულ ფეხბურთს. გამიხარდა ამ ბიჭის დაბრუნება.
100%
31 იანვარი 2020 20:52
0
ღრმად ვარ დარწმუნებული რომ შეძლებს კარიერის გადატვირთვას და ათამაშებას. წარმატებები.
მიხაელ
31 იანვარი 2020 20:42
5
ისე,რომ ვთქვათ,მაგარი მონაცემები კი ჰქონდა ამ ბიჭს,ეგებ და ათამაშდეს,ახალგაზრდაა ჯერ კიდევ,მერე ადამიანურად,რომ ვთქვათ,პატარა ბიჭი არ ვარ და მე თვითონ რამდენი შეცდომა მაქვს დაშვებული ცხოვრებაში,ახალგაზრდები არიან და მინდა,რომ ყველა წარმატებული იყოს,მიდი გიორგი,წარმატებები იშრომე და დაამტკიცე.
გოჩა
01 თებერვალი 2020 11:26
1
გიორგის ნამდვილად შეუძლია ფორმის აღდგენა და საბურთალოსათვის სარგებლის მოტანა.ფიქრისათვის საკმაო დრო ჰქონდა და იმედია, გუნდზე თამაშს დაიწყებს.წარმატებებს ვუსურვებ მასაც და საბურთალოსაც.
სოსო
31 იანვარი 2020 22:26
2
ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ მე ამ კაცის ფეხბურთელობის არ მჯერა. ძალიან ბევრი დრო დაკარგა.
Irakliy
31 იანვარი 2020 22:25
4
საწყენია, რომ საუკეთესო წლები დაკარგვა.22 დან 28 წლამდე ფორმის პიკში უნდა იყოს ფეხბურთელი.ყველაზე ცუდი ისაა, რომ იშვიათი ტალანტი არ გამოიყენა.ბარსაში ახალი წასული იყო მასზე ვაკომ რომ მითხრა - არანორმალურიაო. ბურთი თუ აქვს ის შეტევა 90% გოლით მთავრდებაო. ჟორდანიას კისერზე იყოს ამის დაღუპვა. მოატყუა - 1/2 წელში ჩელსიში გაგიშვებო.მერე რაც მოხდა, ყველამ ვიცით
Homer
01 თებერვალი 2020 00:17
7
ჟორდანია რა შუაშია, ამას ვარჯიში ეზარებოდეს. ვერც ერთ ლიგაში და ვერც ერთ გუნდში რომ თავი ვერ დაიმკვიდრა ეგ ჟორდანიას ბრალია?

პ.ს. ჟორდანია არ მევასება მაგრამ სიმართლე სიმართლეა
ისევ სხვაზე დაბრალება
01 თებერვალი 2020 03:29
0
ფსიქოლოგიური მომენტია. როცა საუბარი ისეთ დიდ გუნდებზეა როგორიც ბარსა და ჩელსია. არ არის ადვილი, როცა გგონია, რომ ჩელსიში გიშვებენ და ამ დროს ალანიაში აღმოჩნდები
Homer
01 თებერვალი 2020 06:07
3
ყველა გამოხმაურება
გულშემატკივრები ახსენა და საინტერესოა არარატ არმენიასთან ,,მაიმუმობის" შემდეგ რამდენი გულდემატკივარი დაკარგეს თუ იცის და დარჩა კი ვინმე?
ქომაგი
01 თებერვალი 2020 00:51
13
სავარაუდოდ წონაში საკაიფოდ აქვს დასაკლები
გიონატ
01 თებერვალი 2020 04:01
0
კი, გამოძახილია შარშანდელი ევროტურნირების და ისეთი ძლიერი, რომ მთელი ცხოვრება ეყოფათ ხეჩუკას და ჭიაბრას.
ტარიელი
01 თებერვალი 2020 08:21
1
მაგარ წონაშია ძმა. ერთი თვეა ჩემპ.დაწყებამდე და აბა ვნახოთ რამდენს დაიკლებს და რა ფორმაში შეხვდება.
QT
01 თებერვალი 2020 11:15
0

სიახლეები პოპულარული