ფოთის "კოლხეთმა" შედეგებზე მანიპულირების გამო წარსულში დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
როგორც ფოთის "კოლხეთის" "ფეისბუქგვერდი" იტყობინება, კლუბმა სენაკის "ეგრისიდან" მცველი ლაშა გოგონაია დაიმატა, რომელსაც კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ "კოლხეთში" აქვს გატარებული და გუნდი 2018 წელს, მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირებისათვის დისკვალიფიკაციის დაკისრების გამო დატოვა.

Sportall.Ge

2018 წელს სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა ფოთის "კოლხეთის" 5 ფეხბურთელი 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა: ლაშა გოგონაია, ბორის მახარაძე, ზურაბ არზიანი, გიორგი კილასონია და თორნიკე ჯიმშელეიშვილი. მოგვიანებით სპორტულმა ტრიბუნალმა 4 მათგანს დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეუცვალა, ხოლო ლაშა გოგონაიასთან მიმართებით ტრიბუნალმა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში უცვლელად დატოვა.

ფოთის "კოლხეთი 1913-ის" "ფეისბუქგვერდის"
ინფორმაციით, ლაშა გოგონაია გუნდში დაბრუნდა და წყალტუბოს "სამგურალთან" 1-ელ თებერვალს გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
აზრის გამოტანაზე არ გეკითხები, კითხვა მაინც შეგიძლია? არ წერია სტატია სენაკის ეგრისიდან დაიმატესო? მაგრამ, თქვენ ხო ყველა სიბინძურეს უნდა დააფაროთ ხელი და კი გაქვთ შესაბამისი ქვეყანა.
კოლხის პასუხად
06 თებერვალი 2020 21:47
0
დააზუსტეთ ინფორმაცია და სტატია მერე დაწერეთ, ცრუობთ! დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი არ მოუყვანიათ გუნდში, გოგონაია დისკვალიფიკაციის შემდეგ სენაკის ეგრისში თამაშობდა!
კოლხი
06 თებერვალი 2020 11:49
1
ლაშა გოგონაია ფოთის კოლხეთს არ მოუყვანია როგორც დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი, ფოთის კოლხეთამდე გოგონაია სენაკის ეგრისში თამაშობდა და რაც შეეხება დენის კნიგას სტადიას ლაშა გოგონაია კნიგას დროს კოლხეთი აღარ თამაშობდა.
GFF
05 თებერვალი 2020 16:12
5
საჭიროა ასეთი კაცი კლუბში,თუ რამე იცის ვის,სად და როდის?)
ბათუმის ფანი
04 თებერვალი 2020 19:16
2
მალადეც. ესაა მავნენლობა კლუბის მხროდან და სფფ-ს წინააღმდეგ წასვლა.
DAVE
04 თებერვალი 2020 14:18
4
მოიხადა დისკვალიფიკაცია უკვე და უფლება აქვს თამაშის
შაკო
04 თებერვალი 2020 14:30
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული