ფოთის "კოლხეთმა" შედეგებზე მანიპულირების გამო წარსულში დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
როგორც ფოთის "კოლხეთის" "ფეისბუქგვერდი" იტყობინება, კლუბმა სენაკის "ეგრისიდან" მცველი ლაშა გოგონაია დაიმატა, რომელსაც კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ "კოლხეთში" აქვს გატარებული და გუნდი 2018 წელს, მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირებისათვის დისკვალიფიკაციის დაკისრების გამო დატოვა.

Sportall.Ge

2018 წელს სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა ფოთის "კოლხეთის" 5 ფეხბურთელი 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა: ლაშა გოგონაია, ბორის მახარაძე, ზურაბ არზიანი, გიორგი კილასონია და თორნიკე ჯიმშელეიშვილი. მოგვიანებით სპორტულმა ტრიბუნალმა 4 მათგანს დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეუცვალა, ხოლო ლაშა გოგონაიასთან მიმართებით ტრიბუნალმა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში უცვლელად დატოვა.

ფოთის "კოლხეთი 1913-ის" "ფეისბუქგვერდის"
ინფორმაციით, ლაშა გოგონაია გუნდში დაბრუნდა და წყალტუბოს "სამგურალთან" 1-ელ თებერვალს გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
მალადეც. ესაა მავნენლობა კლუბის მხროდან და სფფ-ს წინააღმდეგ წასვლა.
DAVE
14:18 04-02-2020
4
საჭიროა ასეთი კაცი კლუბში,თუ რამე იცის ვის,სად და როდის?)
ბათუმის ფანი
19:16 04-02-2020
2

სიახლეები პოპულარული