გადაწყდა: "ტორპედოს" იტალიელი მფლობელი ეყოლება

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ქუთაისის "ტორპედოს" პრობლემა მოგვარდება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის და ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიას იტალიელ ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ "ტორპედომ" "ფეისბუქის" გვერდით გვაუწყა:

დღეს ქუთაისის მერიაში "ტორპედოთი" დაინტერესებულ იტალიელ ინვესტორ ფაბრიციო მანინისთან შეხვედრა გაიმართა. ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, იტალიურ მხარესთან შეთანხმება შედგა და "ტორპედო" ახალ სეზონს ეროვნულ ლიგაში დაიწყებს.

Sportall.Ge

გიორგი ჭიღვარია: "იტალიელ ინვესტორთან შეთანხმება მიღწეულია. "ტორპედოს" პრობლემა გადაჭრილია - პირველი მარტიდან გუნდი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. დარჩა ტექნიკური საკითხები, რომლებიც კლუბის გადაცემასთანაა დაკავშირებული".

ფაბრიციო მანინი: "აქ
ქუთაისის "ტორპედოს" შესაძენად ვართ. ვისაუბრეთ ქალაქის ხელმძღვანელობასთან, შევთანხმდით პირობებზე და როგორც კი შესაძლებელი იქნება, ხელშეკრულებას გავაფორმებთ. ვგეგმავთ ამბიციური კლუბის შექმნას, რომელიც ეროვნულ ლიგაში საუკეთესო იქნება!"

ასე რომ, მალე "ტორპედოს" მფლობელი იტალიელი ფაბრიციო მანინი გახდება.

altდავით მუჯირი: "ტორპედომ" 25 დეკემბრამდე გადასახდელი დავალიანება დაფარა - 4 თებერვლის დაიჯესტი

alt"ტორპედოს" ვალის გადახდის ვადას გადაუწევენ? ინვესტორს ისევ ელოდებიან - 3 თებერვლის დაიჯესტი

alt"ტორპედოს" ქომაგებმა კლუბის გადარჩენის მოთხოვნით აქცია-პერფომანსი სტადიონზე გამართეს

altგავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - ქუთაისის მერია "ტორპედოზე"

altქუთაისის "ტორპედო" გადარჩა - კლუბი იტალიელ ინვესტორს გადაეცა!

მკითხველის კომენტარები / 34 /
გულწრფელად ვულოცავ ქუთაისს ტოპრედოს გადარჩენას, მათ გარეშე ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქართულ ფეხბურთს უფრო მეტად დაერხეოდა. ცხინვალი და ტორპედო ერთ ბედში იყვნენ და ბარემ ცხინვალისთვისაც მოეძებნათ და თუ იტალიელ ბიზნესმენებს არ მოუნდებათ არც სანმარინოელი იქნება ცუდი. :D
დათო30
06 თებერვალი 2020 10:55
0
ისე ძალიან საინტერესოა რა კომერციული ინტერესი დაინახა ფაბრიციო მანინიმ ტორპედოში ?!
????
06 თებერვალი 2020 10:52
3
ისე ეს მეკობრეების და ტრაურისფერი დროშა რომ შეცვალოთ ვერა?!
!!!!!
06 თებერვალი 2020 10:50
6
ვერა,ასე გვინდა,შენ შენს დროშას მიხედე.
ზას.
06 თებერვალი 2020 11:39
4
არის ასეთი ქართული ანდაზა: ღმერთმა ქნას ჩვენს ცხვარს მგელი დაეჭიროსო" ეს მინდა ვუსურვო მე ტორბედოსაც და საქართველოსაც, ანუ ეს ინვესტორი მაინც ჩამოსულიყოს ქვეყნისთვის და თავისთვის კარგი საქმის გასაკეთებლად.
ჟორა
06 თებერვალი 2020 10:38
0
ჩემო იტალიელო მადლობა გუნდის გადარჩენისთვის,ეხლა მე გეტყვი როგორ არ დაუქცე:ნახე პატიოსანი და პრიფესიონალი კადრები,შორს ძებნას თავი გაანებე,ჩვენივე ქალაქში ეძებე თორემ ემანდ ჩამოსილ კაცს თვალი გაქცევაზე უჭირს და არ გამოდგება,ბევრჯერ ყოფილა მაგის მაგალითი..მოკლედ წარმატებები!!!
Gocha
06 თებერვალი 2020 10:18
0
ჟურნალისტებს მინდა ვთხოვო, ჩადით ქუთაისში ან თუ ქუთაისში ხართ ხო უკეთესი და ჩაწერეთ ინტერვიუ ამ იტალიელთან. კითხეთ საიდან მოდის სად მიდის, ფეხბურთთან რა შეხება ქონდა აქამდე? ერთი სიტყვით კარგად გამოკითხეთ ამასაც და მერიასაც ყველაფერი რა პირობით მიყიდეს, ინვესტიციების ვალდებულება რამდენია? თორე რაღაცა გლახას მიგრძნობს გული.
გიორგი
06 თებერვალი 2020 10:00
2
იტალიიდან საქართველოში ფულის ჩასადებად და ბიზნესის საკეთებლად ვინ ჩამოვა???
იტალიური მაფიის წევრი მხოლოდ და მხოლოდ...
სპორტფაზა
06 თებერვალი 2020 07:52
1
თუ მიხწეულია ხელი რატო არ მოაწერეს?რა ნერვებზე თამაშობთ.შეიძლება მელანი ქათავდა ამ დროს:)მეც მაგარი ვარ რა
Mosexoneli
06 თებერვალი 2020 05:48
2
^ავანტიურისტ ქალმა მადამ დე პომპადურმა^ ))))
1111
06 თებერვალი 2020 03:13
2
კალაძის პარიკმახერია
aleko
06 თებერვალი 2020 02:57
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული