"ტორპედოს" მწვრთნელად მიხეილ აშვეთია დანიშნეს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელად მიხეილ აშვეთია დანიშნეს, - იტყობინება კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით:

"7 თებერვალს, 10:30 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში იტალიელი ინვესტორი ფაბრიციო მანინი “ტორპედოს” ახალ მთავარ მწვრთნელ მიხეილ აშვეთიას წარადგენს".

აშვეთია აქამდე მწვრთნელ კახა ჩხეტიანის თანაშემწედ მუშაობდა. ის ქუთაისშია დაბადებული და მშობლიური გუნდის ღირსებას 1993-94, 1995-97 და 200ო-01 წლებში იცავდა.

აშვეთია აგრეთვე "ალანიაში", თბილისის "დინამოში", "კოპენჰაგენში", მოსკოვის "ლოკომოტივში", "როსტოვში", "რუბინში", "კარლ ცაისში", "ანჟიში", ბარნაულის "დინამოსა" და "ნიჟნი ნოვგოროდში" თამაშობდა, საქართველოს ნაკრებში კი 24 მატჩში 5 გოლი აქვს
გატანილი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მურმანია კაკალადზე უკიდიატ კიდე ამბობენ ოგასკურადან მალადეც დზმაო
LEKSO KUTAISI
23:47 07-02-2020
0
გუნდი მოსპეს ყველანაირად და ეხლა სხვას გადაუგდეს. რამდენიმე წლით უკან დაწიეს რაც იყო. იმედია ძალას მოიკრებს და ნელნელა მოძლიერდება. შედეგს დღეს და ხვალ ნუ მოვთხოვთ, ამას დრო სჭირდება
:)))))
15:54 07-02-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული