ფაბიო მანინიმ "ტორპედოს" მომავალზე, შემადგენლობაზე, ბაზისა და საცურაო აუზის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

დღეს, 7 თებერვალს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოების წინაშე წარდგა "ტორპედოს" ახალი პრეზიდენტი, იტალიელი ფაბიო მანინი და კლუბის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

"მოლაპარაკებები "ტორპედოს" შეძენასთან დაკავშირებით სამი თვის წინ დავიწყეთ და ყველაფერი კარგად დასრულდა. სამწუხაროდ, სეზონის დაწყებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი და სათანადოდ დაკომპლექტება გაგვიჭირდება. ვესაუბრე მწვრთნელებს. გუნდს არსებული რესურსიდან გამომდინარე დავაკომპლექტებთ და სეზონს დავიწყებთ, მერე კი ეტაპობრივად გავძლიერდებით.

ჩემს პარტნიორებთან ერთად ბიზნესგეგმაზე ვმუშაობ, რომელსაც მომდევნო თვის განმავლობაში წარმოგიდგენთ. ვაპირებ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, კლუბს ელემენტარული სავარჯიშო
დარბაზი არ აქვს და ეს პრობლემაა. ბაზა აუცილებლად გაუმჯობესდება, იქნება საცურაო აუზი და ბევრი სხვა რამ - ამას თქვენი თვალით მალე ნახავთ. რაც შეეხება სტადიონს, როგორც ქალაქის ხელმძღვანელობამ მითხრა, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია თანხები და უკვე მიმდინარეობს სამუშაოები", - განაცხადა ფაბიო მანინიმ.

კომენტარი ქუთაისური გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამაც გააკეთა:

"მინდა მილოცვით დავიწყო - გილოცავთ "ტორპედოს" გადარჩენას. ამდენი ნეგატიური ამბის შემდეგ ეს მართლაც სასიხარულო რამაა. პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ მცირე დრო გვაქვს და ყველა უნდა ვეცადოთ, პირველ მარტს კონკურენტუნარიანი გუნდით შევხვდეთ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ქართველ ფეხბურთელებთან, გავდივართ კონსულტაციებს ლეგიონერებთან დაკავშირებით... რომ გითხრათ, პირველ მარტს 100%-ით მომზადებულები შევხვდებით, ტყუილი გამომივა, მაგრამ ბირთვს ჩამოვაყალიბებთ და, როგორც უკვე ითქვა, ეტაპობრივად გუნდს უფრო განვავითარებთ".


მომზადებულია facebook.com/FCTorpedoKutaisi1946-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 38 /
მთავარია ჩაჩავას მსგავსად ესეც ნაძირალა არ აღმოჩნდეს. ჩაჩავას საქციელი კი უნდა იქცეს ელიგისთვის მაგალითად, თუ როგორ შეიძლება გააკოტროს კლუბი მეპატრონემ. არვიცი რამდენად შესაძლებელია რაიმე ბერკეტების მოძებნა პირველ რიგში ფედერაციის მხრიდან, რომ კლუბის პრეზიდენტმა ვერ შეძლოს ბალანსის მინუსებში გადაყვანა. ძალიან მაგარი ფედერაციაა და გვერდში ედგა ტორპედოსაც და თვითონ უფინანსებდა რაღაც ხარჯებს, თუმცა ვფიქრობ, რომ რაღაც ბერკეტი მოსაძებნია, რომ ფული უაზროდ ვერ დახარჯონ.. ტორპედოს გარეშე ნამდვილად დაეკარგებოდა ხიბლი ლიგას, წარმატებები ბათუმიდან ♥ გაცილებით მაგარი ჩემპიონატი გველოდება 2020 წელს...
ზუზუ
15:30 07-02-2020
2
ქუთაისში ორჯერ ვარ ნამყოფი მაგრამ ბევრ ქუთაისელზე მეტჯერ გამოვხატე გულისტკივილი ტორპედოზე, მე ვგულშევმატკივრომ ყველას , ლანჩხუთის გურიდაან დაწყებული ტყიბულის მეშახტით დამთავრებული, მინდა რო ყველა ქართული კლუბი იყოს ფეხზე დამდგარი!!! აქ მე ვიკითხე ამ ადამიანის პროფესიონალიზმი სად ჩანს? ანუ საქმის კაცია თუ არა? უბრალოდ ვიკითხე და ამომტენეს დისლაიკებით :D
Vasili
17:53 07-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული