შპს "სტადიონი - LTD Stadium"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობის ეტაპი ბოლოსკენ მიდის და ამჟამად არენის გარე პერიმეტრი წესრიგდება.
"სტადიონზე სკამების მონტაჟი დავასრულეთ. სკამები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული, ისინი მექანიკური დაზიანების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია.
ამ ეტაპზე გარე პერიმეტრის მოწერიგება მიმდინარეობს. ეწყობა 1200 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე და საზოგადოებრივი სივრცე", - წერია განცხადებაში.
ამ ეტაპზე გარე პერიმეტრის მოწერიგება მიმდინარეობს. ეწყობა 1200 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე და საზოგადოებრივი სივრცე", - წერია განცხადებაში.