"იყო რისკი, რომ..." - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "საბურთალოდან" გია ცეცაძის გაშვების მიზეზი ახსნა

AutoSharing Option
გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმარი "საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი იყო, რომელმაც გუნდიდან გია ცეცაძის გათავისუფლების მიზეზებზე ისაუბრა.

როგორც იცით, თბილისური კლუბიდან ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელი ისე გაათავისუფლეს, რომ მას გუნდი არცერთ ოფიციალურ მატჩში არ დაუმოძღვრავს.

"პირველ რიგში, მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, რომ "საბურთალოს" მიმართ ამხელა ინტერესი არსებობს და ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს მიმართ არსებულ ყველა შეკითხვას ვუპასუხოთ.

გია ცეცაძე ძალიან კარგი სპეციალისტია და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი თანამშრომლობა არ შედგა. ის შესანიშნავი პიროვნებაა და კვლავ ჩემს მეგობრად რჩება.

სპორტულ ცხოვრებაში
ხშირად ხდება ასე და გარკვეულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით რიგი მიზეზების გამო და სეზონის დასაწყისშივე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თანამშრომლობა შეგვეწყვიტა.

თავდაპირველად, როდესაც გია ცეცაძე მწვრთნელად დავნიშნეთ, არ ყოფილა ის საკითხები, რომელზეც ვერ ვთანხმდებოდით, ასე შემთხვევაში მას არც მოვიწვევდით.

ჩვენი სურვილი იყო, რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთში წარმატებული ისტორია შეგვექმნა. შეიძლება, რაღაც დაგეგმო და პრაქტიკულ ცხოვრებაში ეს არ გამოვიდეს, მსგავსი რაღაცები ხდება.

არ მინდა, სხვა რამე შიდა სამზარეულოდან გამოვიტანო და ბევრი რაღაც არასწორადაც ითქვა. გუნდიც ერთგვარი ოჯახია და არამგონია, ყველაფრის თქმა საჭირო იყოს.

მთავარი არის, რომ "საბურთალო" თავის კურსს არ გადაუხვევს და აუცილებლად განვითარდება, რადგან ქართული ფეხბურთის წინაშე ჩვენი მისია და როლი გვაქვს.

იყო რაღაც რისკები, რომ გია ცეცაძის დარჩენის შემთხვევაში შესაძლოა, შემდეგში რაღაც კარგად ვერ წასულიყო და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობ, რომ გონივრულია.

რატომ ჩავედი შეკრებაზე? იყო რაღაც დაძაბულობა, მაგრამ რაიმე სერიოზული არაფერი. უბრალოდ, რაღაც ხედვებში და მიდგომებში გახლდათ გაურკვევლობა", - თქვა ხეჩიკაშვილმა.

გადაცემის წამყვანებმა "საბურთალოს" პრეზიდენტს ასევე მომავალ შესაძლო მწვრთნელებზეც ჰკითხეს.

"ვიცი, რომ ჩვენს შესაძლო მომავალ მწვრთნელად სოსო ფრუიძესა და გიორგი დევდარიანს ასახელებენ. ორივე მათგანს დიდ პატივს ვცემ, თუმცა ჯერჯერობით რაიმე ლაპარაკი არ მიდის.

ამ ეტაპზე თემურ შალამბერიძეს აქვს ნდობა და სუპერ თასის მატჩში მას ეძლევა შანსი, მაგრამ თუ მივხვდით, რომ მწვრთნელის ცვლილებაა საჭირო, მაშინვე გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - ამბობს ხეჩიკაშვილი.

alt"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა

altინიშნება თუ არა სოსო ფრუიძე "საბურთალოში" - მწვრთნელი პირველ კომენტარს აკეთებს

altდევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"

altდანიშვნიდან 1 თვეში - გია ცეცაძე "საბურთალოს" აღარ გაწვრთნის!

მკითხველის კომენტარები / 22 /
არ აქვს მნიშვნელობა ვინ წავა და ვინ მოვა საბურთალო არის ქართული ფეხბურთის სირცხვილი!
გიორგი
16 თებერვალი 2020 18:29
12
ეს მაგარი ბანძი ტერმინი დააამკვიდრეს ქართულ სპორტში, მოჭიდავეებიდან გადმოიღეს!! ეგრეთწოდებული ,,ოჯახი’’ ანუ რას ნიშნავს , გულშემატკივარს აინტერესებს რა ხდება? რა პრობლემაა? ინტერესდებიან და ამ დროს ხდება ისე რო გამოდიან და გვეუბნებიან ჩვენ გულშემატკივარს რომ ჩვენ არ ვართ მათი ,,ოჯახის’’ წევრები და ჩვემთან არ შეიძლება პრობლემებზე ლაპარაკი. თუ კი გულშემატკივარს არ აქ უფლება იცოდეს ვინ რას აფუჭებს გუნდში, ან ვინ არის ამრევი და მოსაშორებელი გუნდიდან , აბა მაშინ რას ითხოვთ?! რატომ უნდა მოვიდეს თქვენ თამაშზე ხალხი თუკი ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ თქვენთვის./ და კიდევ , მადლობა უნდა თქვათ რო ვინმე დაინტერესდა , თორე ვის რაში აინტერესებთ? ან რას წარმოადგენთ?! სად დაფრინავთ?! თუ არც გვეტყვით და თქვენი .............ნ.
Vasili
17 თებერვალი 2020 00:07
0
რა რამხელა ინტერესი, რა წარმატებული ისტორია, რა ქართული ფეხბურთის წინაშე მისია და როლი ?!!! ისა და უეფას მიმართეთ საბურთალო-არარატის მატჩის გამოძიებისთვის თუ გადაიფიქრეთ?! საბურთალომ თავისი მისია და როლი უკვე შეასრულა ქართული ფეხბურთის წინაშე საუკუნო სირცხვილით, უკეთესია დაიშალოს საბურთალო რათა დროულად მიეცეს დავიწყებას ის შეურცხყოფა რაც ქართულ ფეხბურთს მიაყენა! არა რაააააააატ!!!!
???
16 თებერვალი 2020 18:19
9
სხვა კლუბებს პრეზიდენტები არ ჰყავთ? შეეშვით ამის გაპიარებას. არავითარი ინტერესი საბურთალოს შესახებ არაა და არც იქნება. არარატი არ წაიშლება.
გია
16 თებერვალი 2020 21:02
6
ეს როგორ იღებს ხმას საერთოდ? მთელი ქვეყნის თვალწინ თამაში გაყიდეს და ვის მიყიდეს, თან როგორი ისტორიული თამაში... საბურთალო ამ კაცით და ამ ფეხბურთელებით ვერასოდეს ჩამოირეცხავს ამ სირცხვილს,თვით ჩემპიონთა ლიგაც,რო მოიგონ
გოგა
16 თებერვალი 2020 19:44
5
ვალდებული ვართ რო ყველა შეკითხვას ვუპასუხოთ მაგრამ კლუბი ოჯახია და გარეთ არ უნდა გამოვიტანოთ შიდა სამზარეულოვო >>>>>> 1) სადაა ლოგიკა 2) ეს მაგარი იციან ოჯახის მომიზეზება არ ვიცი მე ოჯახი და ნათესავი მე ისევე როგორც ნებისმიერ დაინტერესებულ ქართველს აქ უფლება იცოდეს რა მიზეზით მოხდა დამატებიდან 2 კვირიში მწვრთნელის და ფეხბურთელის გაშვება
ნოდო
16 თებერვალი 2020 21:57
3
როდესაც მწვრთნელი მიდის ახალ კლუბში, ბუნებრივია მიაქვს საკუთარი ტაქტიკა და საფეხბურთო ფილოსოფია. მაგრამ, როგორც სჩანს ცეცო ძალიან "დაუკრეფავში" გადავიდა და მეორეხარისხოვან, ასე ვთქვათ არც ისე საფეხბურთო საკითხებშიც მოინდომა საკითხების გადაწყვეტა. არც ერთ წესიერ და ამბიციურ კლუბში ახალმისულ მწვრთნელს არავინ არ მისცემს უფლებას, რომ დალაგებული სამზარეულო აარევინოს და ამით კლუბის ხედვა თუ სტანარტები რისკის ქვეშ დააყენოს. როდესაც მწვრთნელს გაქვს იმის ამბიცია, რომ კლუბში ყველა დონეზე, უმცირეს ნიუანსებშიც კი გქონდეს ჩარევის უფლება, ჯერ შედეგი უნდა დადო, ავტორიტეტი მოიპოვო და მერე მოითხოვო სრული "ვლასტი". როგორც ჩანს ცეცაძეს ეგონა, რომ მისი ავტორიტეტი ყველაფერ ამას მაშინვე გასწვდებოდა მაგრამ, შედეგი სახეზეა. ყოჩაღ საბურთალოს შეფობას, რომ გუნდში ახალ სტანდარტებსა და განხეთქილებას ცეცაძის გაშვება ამჯობინა.
ანესთეზეოლოგი
16 თებერვალი 2020 18:30
9
ეტყობა გასარიგებელ თამაშებზე ვერ შეთანხმდა ამხანაგ ხეჩიკიანთან!!!!!!!!!! ვინც დაბლოკოს ის იყოს ხეჩიკიანი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
mamuka
16 თებერვალი 2020 21:05
7
ეს მაგარი დაამუღამეს: "შიდა სამზარეულო", "სპორტული ოჯახი" მაშინ ბიუჯეტიდან დაფინანსება აღარ აიღოთ და საგულშემატკივროდაც მხოლოდ შიდა სამზარეულოს წევრებს და სპორტული ოჯახის წევრებს მოუწოდეთ ხოლმე სტადიონებზე და დარბაზებში მოსვლა.
!!!!!
17 თებერვალი 2020 10:48
0
ეს რანაირი ახსნა იყო ?! ფორმალურად ისაუბრა, თორემ რეალური მიზეზი არ უთქვამს
Homer
16 თებერვალი 2020 19:37
2

სიახლეები პოპულარული