"იყო რისკი, რომ..." - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "საბურთალოდან" გია ცეცაძის გაშვების მიზეზი ახსნა

AutoSharing Option
გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმარი "საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი იყო, რომელმაც გუნდიდან გია ცეცაძის გათავისუფლების მიზეზებზე ისაუბრა.

როგორც იცით, თბილისური კლუბიდან ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელი ისე გაათავისუფლეს, რომ მას გუნდი არცერთ ოფიციალურ მატჩში არ დაუმოძღვრავს.

"პირველ რიგში, მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, რომ "საბურთალოს" მიმართ ამხელა ინტერესი არსებობს და ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს მიმართ არსებულ ყველა შეკითხვას ვუპასუხოთ.

გია ცეცაძე ძალიან კარგი სპეციალისტია და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი თანამშრომლობა არ შედგა. ის შესანიშნავი პიროვნებაა და კვლავ ჩემს მეგობრად რჩება.

სპორტულ ცხოვრებაში
ხშირად ხდება ასე და გარკვეულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით რიგი მიზეზების გამო და სეზონის დასაწყისშივე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თანამშრომლობა შეგვეწყვიტა.

თავდაპირველად, როდესაც გია ცეცაძე მწვრთნელად დავნიშნეთ, არ ყოფილა ის საკითხები, რომელზეც ვერ ვთანხმდებოდით, ასე შემთხვევაში მას არც მოვიწვევდით.

ჩვენი სურვილი იყო, რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთში წარმატებული ისტორია შეგვექმნა. შეიძლება, რაღაც დაგეგმო და პრაქტიკულ ცხოვრებაში ეს არ გამოვიდეს, მსგავსი რაღაცები ხდება.

არ მინდა, სხვა რამე შიდა სამზარეულოდან გამოვიტანო და ბევრი რაღაც არასწორადაც ითქვა. გუნდიც ერთგვარი ოჯახია და არამგონია, ყველაფრის თქმა საჭირო იყოს.

მთავარი არის, რომ "საბურთალო" თავის კურსს არ გადაუხვევს და აუცილებლად განვითარდება, რადგან ქართული ფეხბურთის წინაშე ჩვენი მისია და როლი გვაქვს.

იყო რაღაც რისკები, რომ გია ცეცაძის დარჩენის შემთხვევაში შესაძლოა, შემდეგში რაღაც კარგად ვერ წასულიყო და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობ, რომ გონივრულია.

რატომ ჩავედი შეკრებაზე? იყო რაღაც დაძაბულობა, მაგრამ რაიმე სერიოზული არაფერი. უბრალოდ, რაღაც ხედვებში და მიდგომებში გახლდათ გაურკვევლობა", - თქვა ხეჩიკაშვილმა.

გადაცემის წამყვანებმა "საბურთალოს" პრეზიდენტს ასევე მომავალ შესაძლო მწვრთნელებზეც ჰკითხეს.

"ვიცი, რომ ჩვენს შესაძლო მომავალ მწვრთნელად სოსო ფრუიძესა და გიორგი დევდარიანს ასახელებენ. ორივე მათგანს დიდ პატივს ვცემ, თუმცა ჯერჯერობით რაიმე ლაპარაკი არ მიდის.

ამ ეტაპზე თემურ შალამბერიძეს აქვს ნდობა და სუპერ თასის მატჩში მას ეძლევა შანსი, მაგრამ თუ მივხვდით, რომ მწვრთნელის ცვლილებაა საჭირო, მაშინვე გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - ამბობს ხეჩიკაშვილი.

alt"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა

altინიშნება თუ არა სოსო ფრუიძე "საბურთალოში" - მწვრთნელი პირველ კომენტარს აკეთებს

altდევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"

altდანიშვნიდან 1 თვეში - გია ცეცაძე "საბურთალოს" აღარ გაწვრთნის!

მკითხველის კომენტარები / 22 /
იყო რაღაცა . მერე ისე მოხდა რომ ვიღაცამ. ითქვა ამის შესახებ მაგრამ რაღაცეები არ იფიქროთ რამეს კიარადა იმას ყველაფერშიი..

მე ვერაფერი ვერ გევიგე რატომ?..
ვინმემ გაიგო?.
lsdP
19 თებერვალი 2020 14:01
0
რა ინტერესი არსებობს ერთადერთი იმედზე გადის თქვენი სიახლეები! 0:3 მოგებულ მატჩზე იძახდი მაშინ ძველი ქართული ფეხბურთი დაბრუნდაო... ხოლო შემდეგ მატჩებში რაც მოხდა არასდროს არ დამავიწყდება!
.
18 თებერვალი 2020 11:09
0
ხეჩიკაშვილო შენ მხოლოდ ფულს შოულობ საბურთალოდან არანაირი შედეგი არ გაინტერესებს, ხო ფიფიაც შენნაირად არის. რას იზავ მაკონტროლებელი არავინ გყავთ და ხართ თქვენ ნებაზე.
გიორგი
17 თებერვალი 2020 12:24
1
ეს მაგარი დაამუღამეს: "შიდა სამზარეულო", "სპორტული ოჯახი" მაშინ ბიუჯეტიდან დაფინანსება აღარ აიღოთ და საგულშემატკივროდაც მხოლოდ შიდა სამზარეულოს წევრებს და სპორტული ოჯახის წევრებს მოუწოდეთ ხოლმე სტადიონებზე და დარბაზებში მოსვლა.
!!!!!
17 თებერვალი 2020 10:48
0
SPORTALL,GE-ს რედაქციას, თუ კომენტარებს ოდნავ მაინც დააკვირდებით მიხვდებით, რომ საბურთალოს შესახებ სტატიები უფრო აღიზიანებს გულშემატკივარს ვიდრე აინტერესებს და თხოვნა იქნება, თუ მიზანმიმართულად არ აქვეყნებთ ამ ქართული ფეხბურთისთვის საუკუნო სირცხვილის მიმყენებელი გუნდის შესახებ ასე ხშირად არაფრისმთქმელ სტატიებს, იქნებ სხვა უფრო აქტუალური ამბების შესახებ მოგვაწოდოთ ხოლმე ინფორმაცია?! P.S. 1. თუ შიდა სამზარეულოდან არაფერი უნდა გამოიტანო, მაშინ ლოგიკურად არ ჯობია სამზარეულოში ისაუბრო და არა სატელევიზიო გადაცემაში და შესაბამისად მხარდასაჭერად სტადიონზე მხოლოდ სამზარეულოდან მიიწვიოთ გულშემატკივარი? 2. ქართულ საკლუბო ფეხბურთში ნაცვლად "წარმატებული" ისტორიისა საბურთალომ შექმნა სირცხვილის ისტორია (ფაქტია). 3. ქართული ფეხბურთის წინაშე საბურთალოს "მისიაში" (ძალიან დიდი ამბიცია ხომ არ არის?) არარატთან თამაში თუ იგულისხმება მაშინ ეს "მისია" სირცხვილის და შეურაცხყოფის შესრულებულია! 4. რატომ აღარ მიმართა საბურთალომ უეფას მატჩის გამოსაძიებლად? და ბოლოს, დროულად რომ დაივიწყოს ქართველმა გულშემატკივარმა არარატთან განცდილი დიდი გულისტკივილი ალბათ აჯობებს საერთოდ დაიშალოს ეს კლუბი!!! არა რაააააააატ!!! სულ ტყუილად ფიქრობთ რომ გულშემატკივარი ამ სირცხვილს დაგივიწყებთ!!!
!!!!!
17 თებერვალი 2020 10:23
0
რატომ გაუშვი ცეცაძე არ ამბობ. 1 თხოვნა მაქვს, მიპასუხე კითხვაზე, ბატონო ტარიელ! ამ კომენტარებს კითხულობ?
alexandre
17 თებერვალი 2020 10:16
1
ქიმია სკოლაში მეტნაკლებად ყველას გვისწავლია , ისიც ვიცით ხომ ლაკმუსის ქაღალდი რა არის ? ხოდა რა მინდა გითხრათ იცით , გაყიდული ბილეთებია და ცარიელი ტრიბუნები , თქვენთვის ლაკმუსის ქაღალდი . კიდევ ვერ მიხვდით ? კი ბატონო , უფრო მარტივი და გასაგები ენით დავწერ . პრობლემა იცით რაშია ? საერთოდ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ვერ გრძნობთ , ვერ მაყურებლის მიმართ , ვერც ამ ქვეყნის მოქალაქეების მიმართ და ვერც ყველა იმ ლეგენდარული ფეხბურთელების მიმართ , ვისაც ამ ქვეყანაში ფეხბურთი უმაღლეს დონეზე უთამაშიათ . რეალურად თქვენ რისთვის თამაშობთ , ალბათ თქვენთვითონაც არ იცით , სომხებმა კი კარგად იციან . სამწუხარო იცით რა არის ? ალბათ ასე ფეხბურთი არავის არ უყვარს როგორც ამ ქვეყანაში , მაგრამ ამავე დროს გულის რევის შეგრძნებასაც ტოვებს . გილოცვთ , მეგობრებო ლიგა იწყება .
ATP 16
17 თებერვალი 2020 01:30
6
მე ასაკით დიდი ვარ, დინამოს და ზოგადად ქართულ ფეხბურთს ვგულშემატკივრობ. არ გთხოვ დაწვრილმანებას და სამზარეულოს გარეთ გამოტანას. თქვენი გულშემატკივარი დაიბარეთ ბაზაზე და გააცანით საქმის ვითარება.
100%
17 თებერვალი 2020 00:08
2
ეს მაგარი ბანძი ტერმინი დააამკვიდრეს ქართულ სპორტში, მოჭიდავეებიდან გადმოიღეს!! ეგრეთწოდებული ,,ოჯახი’’ ანუ რას ნიშნავს , გულშემატკივარს აინტერესებს რა ხდება? რა პრობლემაა? ინტერესდებიან და ამ დროს ხდება ისე რო გამოდიან და გვეუბნებიან ჩვენ გულშემატკივარს რომ ჩვენ არ ვართ მათი ,,ოჯახის’’ წევრები და ჩვემთან არ შეიძლება პრობლემებზე ლაპარაკი. თუ კი გულშემატკივარს არ აქ უფლება იცოდეს ვინ რას აფუჭებს გუნდში, ან ვინ არის ამრევი და მოსაშორებელი გუნდიდან , აბა მაშინ რას ითხოვთ?! რატომ უნდა მოვიდეს თქვენ თამაშზე ხალხი თუკი ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ თქვენთვის./ და კიდევ , მადლობა უნდა თქვათ რო ვინმე დაინტერესდა , თორე ვის რაში აინტერესებთ? ან რას წარმოადგენთ?! სად დაფრინავთ?! თუ არც გვეტყვით და თქვენი .............ნ.
Vasili
17 თებერვალი 2020 00:07
0
ვალდებული ვართ რო ყველა შეკითხვას ვუპასუხოთ მაგრამ კლუბი ოჯახია და გარეთ არ უნდა გამოვიტანოთ შიდა სამზარეულოვო >>>>>> 1) სადაა ლოგიკა 2) ეს მაგარი იციან ოჯახის მომიზეზება არ ვიცი მე ოჯახი და ნათესავი მე ისევე როგორც ნებისმიერ დაინტერესებულ ქართველს აქ უფლება იცოდეს რა მიზეზით მოხდა დამატებიდან 2 კვირიში მწვრთნელის და ფეხბურთელის გაშვება
ნოდო
16 თებერვალი 2020 21:57
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული