[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ახალწვეულია თბილისის "მერანი", გუნდი, რომელმაც 2019 წლის ეროვნული ლიგა-2 ჩემპიონობით დაასრულა. თუ რისი შემოთავაზება შეუძლია თბილისურ კლუბს, ამ სტატიაში იხილავთ.


"მერანი" მიმდინარე სეზონში, დიდი ალბათობით, "მიხეილ მესხი 2"-ზე იასპარეზებს. წინა სეზონში ეს გუნდი "სპაერის" სტადიონზე თამაშობდა, თუმცა იქ ხელოვნურსაფარიანი მოედანია და ასპარეზობას ვეღარ გააგრძელებს. კლუბი ლილოს ბაზართან ახლოს სტადიონის აშენებას გეგმავს და მისი მაკეტი სოციალურ ქსელში წარმოადგინეს.


Sportall.Ge


კლუბს ოფიციალურად გიორგი დარასელია გაწვრთნის, რადგან ავთანდილ შენგელიას ჯერ პროლიცენზია არა აქვს. თუმცა ორივე მენეჯერი უხელმძღვანელებს გუნდს. გიორგი დარასელიას სხვადასხვა დროს
უმუშავია: "დილაში", "სკა-ენერგიაში", "ზუგდიდში", "ტორპედოში", "სამტრედიასა" და "ბნეი შახინში".


შემადგენლობა

მეკარეები: რევაზ თევდორაძე, ბექა შეყრილაძე.
დაცვა: ზურაბ თევზაძე, დაჩი ფოფხაძე, ცოტნე ჩიქოვანი, გივი ქარქუზაშვილი, გიორგი კახელიშვილი.
ნახევარდაცვა: გიორგი დათუნაიშვილი, ლევან შარიქაძე, გიორგი ვასაძე, გიორგი მიქაბერიძე, დავიდ ბოლქვაძე, რევაზ გეწაძე, გიორგი გაფრინდაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი, იაგო დეისაძე.
თავდასხმა: ბიძინა მახარობლიძე, გოგი ფიფია, გიორგი ნიქაბაძე, გიორგი გოგოლაშვილი.
* შესაძლოა, შემადგენლობაში ჩემპიონატის დაწყების წინ გარკვეული ცვლილებები შევიდეს

ამხანაგური შეხვედრები 2020 წელს:
  • თბილისის "მერანი" - "დილა" 1:1
  • თბილისის "მერანი" - "ზუგდიდი" 0:1
  • თბილისის "მერანი" - "თელავი" 1:2
  • თბილისის "მერანი" - "შუქურა" 5:1
  • თბილისის "მერანი" - "რუსთავი" 5:1
  • თბილისის "მერანი" - ერევნის "ლოკომოტივი" 1:1
  • თბილისის "მერანი" - მარტვილის "მერანი" 0:2
  • თბილისის "მერანი" - ფოთის "კოლხეთი" 6:1
  • თბილისის "მერანი" - "შუქურა" 0:0
  • თბილისის "მერანი" - ქუთაისის "ტორპედო" 0:1
შეფასება

გუნდის ფეხბურთელთა უმრავლესობა 30 წელს გადაცილებულია, გუნდის საშუალო ასაკი 30.9 არის. თბილისელებს გამოცდილი შემადგენლობა ეროვნულ ლიგა 2-ში დაეხმარათ, თუმცა ქვეყნის მთავარ ლიგაში ისინი აუტსაიდერობის კანდიდატები იქნებიან.
გუნდის გაძლიერება ბიძინა მახარობლიძით, მიხეილ სარდალიშვილით, გიორგი ვასაძითა და ცოტნე ჩიქოვანით შემოიფარგლა, რაც რა თქმა უნდა, ვერ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ კლუბმა ჩემპიონატში შედეგი დადოს.


მკითხველის კომენტარები / 6 /
Batumshi sheni merani chamova da shenc wamoyevi miexmare:)
Batumski
26 თებერვალი 2020 14:18
0
მე თბილისელი ვარ და ვთვლი რომ ლოკოს დინამოს და საბურთალოს გარდა თბილისის გუნდი არცერთი არ უნდა იყოს ჩემპიონატში კარგი იქნება დიდი ქალაქის გუნდები თუ იქნებიან მაგალითAდ ზუგდიდის თან სტადიონსაც თუ მოაწესრიგებენ ხალხი ივლის თამაშზე ფოთი ახალციხე და რავი
ka
26 თებერვალი 2020 14:14
0
მერე და ყავდეთ ვინ უშლით? მაგრამ მაგ ჩამონათვალს ფოთის კოლხეთიც მიუმატე.ოღონდ ეგ შენი ჩამოთვლილი გუნდები არსებობს მხოლოდ ფულის საკეთებლად!როდემდე გინდა რომ მაგ შენმა ჩამოთვლილი გუნდის ხელმძღვანელობა ჭამდეს ჩვენ ფულს?
დ.ფ.
26 თებერვალი 2020 11:48
1
Amas arjobia zugdids yavdes gundi umagleshi?an lanchxuts?an ozurgetma ra daashava?mag meranis tamashze xuti kaci armiva.miva marti bidzashvil mamidashvili da radgindat es tbilisis amdeni gundi?azrii raa aqvs fexfurts umayureblod?
Batumski
26 თებერვალი 2020 02:10
2
პირველ ტურში ბათუმს ატკენს მერანი,ბათუმი ყოველთვის თავის კუთვნილ მესამე ადგილზე იქნება
batumski-
26 თებერვალი 2020 08:58
3
Wyaltubo gadava wels.
R. S.. L
26 თებერვალი 2020 07:39
2

სიახლეები პოპულარული