დებიუტანტმა "მერანმა" გაუძლო და ბათუმში ქულა მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 თებერვალს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში, წვიმიან ამინდში, ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "მერანის" მატჩი 0:0 დასრულდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, დიდი ძალებით უტევდნენ, ტაიმის ბოლოს მამუჩაშვილმა და ორჯერ ფლამარიონიმ ვერ გამოიყენეს მომენტები.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, "დინამო" განუწყვეტლივ უტევდა, "მერანი" თავს უნარიანად იცავდა, მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე თევდორაძე. შეხვედრის დასასრულს ტრავმა მიიღო ზღვისპირული გუნდის თავდამსხმელმა ფლამარიონიმ, რადგან მწვრთნელ გეგუჩაძეს სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა, კაცნაკლულნი დარჩნენ და - 0:0.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - მერანი 0:0

დინამო
(ბთ) (4-2-3-1): ალავიძე (კ), გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი, ცინცაძე (მანჯგალაძე 70), ჯიღაური, გონსალვესი (გაფრინდაშვილი 77), მამუჩაშვილი, ფლამარიონი, დვალიშვილი (საბანაძე 65)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

მერანი (4-2-3-1): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ფოფხაძე (კ), თევზაძე, ვასაძე, კახელიშვილი, მახარობლიძე (ფიფია 75), გეწაძე (ნიქაბაძე 63), გაბისკირია (ჩიქოვანი 90+4), დათუნაიშვილი, დეისაძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია
მკითხველის კომენტარები / 9 /
წინა სეზონში რაღაც სტატისტიკის დამთვლელი ხომ იყო? კუთხურებსაც ითვლიდა, ბურთის ფლობასაც და სად გაქრა ??
ზუზუ
22:29 29-02-2020
0
დაწყებაც ამას ქვია
macbook pro
22:21 29-02-2020
0

სიახლეები პოპულარული