საქართველოს ჩემპიონად თბილისის "ლოკომოტივს" აღიარებენ?

AutoSharing Option
ხვალ, 17 მარტს, უეფა ეროვნულ ფედერაციებთან და სხვა საფეხბურთო ორგანიზაციებთან ერთად ევროტურნირების, ეროვნული ჩემპიონატების განახლების და ევროპირველობის საკითხებს განიხილავს.

As-ის ცნობით, უეფას მიაჩნია, რომ თუ კორონავირუსის გამო ეროვნული ჩემპიონატები არ განახლდა, გამარჯვებულად ლიდერი გუნდი უნდა გამოცხადდეს. ამავე პრინციპით გამოვლინდება 2020/21 წლების სეზონში ევროტურნირების მონაწილეებიც.

ამავე დროს, უეფა არ ჩაერევა ლიგებში გუნდების დაქვეითების და აღზევების საკითხებში და ეს ეროვნული ლიგების პრეროგატივა იქნება.

თუ ევრო 2020 მომავალი წლისთვის გადაიტანეს, ამის გაკეთება საჭირო არ იქნება, რამეთუ ეროვნული ჩემპიონატების დასასრულებლად დრო გამოთავისუფლდება.

ევროპულ ფეხბურთში
ჩემპიონატის დაუსრულებლად ჩემპიონის დასახელების ერთადერთი პრეცედენტი არსებობს - 1990 წელს, როდესაც ყოფილ იუგოსლავიაში ომი დაიწყო, ჩემპიონად "პარტიზანი" გამოაცხადეს.

2 ტურის შემდეგ 6 ქულით საქართველოს ეროვნული ლიგის ლიდერი თბილისის "ლოკომოტივია". რბილად რომ ვთქვათ, ალოგიკურია, მაგრამ უეფას ამ უცნაური ლოგიკით, ოქროს მედლები "ლოკოს" უნდა გადაეცეს...

მკითხველის კომენტარები / 16 /
ამ. კორონამ. განადგურა მსოფლიო
macbook pro
16 მარტი 2020 19:09
4
ცოტა იჩქარა ჩვენმა ფედერაციამ, ისეადაც სასაცილოა ჩვენს სტადიონებზე დასწრება, თუ არ ჩავთვლით ბათუმს და ხანდახან ზოგ სხვა ქალაქს, გაგრზელებულიყო სანამ ზალიან არ გამძაფრდებოდა ზოგადი სურათი, ან ბოლო ბოლო უმაყურებლოდ.. დროს მოიგებდნენ და მერე გადადებულიყო აგვისტომდე
გაკვირვებული
17 მარტი 2020 10:08
1
ჩვენ ხო გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე ვარტ, ესეიგი ჩემპიონი გვყავს, მასე რო გააკეთონ არამგონია ჩვენ შეგვეხოს
gio gio
16 მარტი 2020 20:01
1
2 ტური!!! ანუ ჩემპიონატი ფაქტიურად არ არი დაწყებული! შესაბამისად უნდა გაუქმდეს უბრალოდ და სექტემბრიდან დაიწყოს შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ახალი ჩემპიონატი, მანამდე იმედია ეს კორონაც გადაივლის. ყველა ნორმალურ, ევროპულ ქვეყანაში ასე ტარდება და მაინდამაინც ჩრდილოელ ქვეყნებს რატო ვბაძავთ? ანაც ძვირფასს რუსეთს?! სამხრეთ კავკასია ვართ თუ სკანდინავია?! ვახ! ამ ჩვენი ფეხბურთის უტვინო ფუნქციონერებს რა ვუთხარი!
bs
17 მარტი 2020 10:10
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული