საქართველოს ჩემპიონად თბილისის "ლოკომოტივს" აღიარებენ?

AutoSharing Option
ხვალ, 17 მარტს, უეფა ეროვნულ ფედერაციებთან და სხვა საფეხბურთო ორგანიზაციებთან ერთად ევროტურნირების, ეროვნული ჩემპიონატების განახლების და ევროპირველობის საკითხებს განიხილავს.

As-ის ცნობით, უეფას მიაჩნია, რომ თუ კორონავირუსის გამო ეროვნული ჩემპიონატები არ განახლდა, გამარჯვებულად ლიდერი გუნდი უნდა გამოცხადდეს. ამავე პრინციპით გამოვლინდება 2020/21 წლების სეზონში ევროტურნირების მონაწილეებიც.

ამავე დროს, უეფა არ ჩაერევა ლიგებში გუნდების დაქვეითების და აღზევების საკითხებში და ეს ეროვნული ლიგების პრეროგატივა იქნება.

თუ ევრო 2020 მომავალი წლისთვის გადაიტანეს, ამის გაკეთება საჭირო არ იქნება, რამეთუ ეროვნული ჩემპიონატების დასასრულებლად დრო გამოთავისუფლდება.

ევროპულ ფეხბურთში
ჩემპიონატის დაუსრულებლად ჩემპიონის დასახელების ერთადერთი პრეცედენტი არსებობს - 1990 წელს, როდესაც ყოფილ იუგოსლავიაში ომი დაიწყო, ჩემპიონად "პარტიზანი" გამოაცხადეს.

2 ტურის შემდეგ 6 ქულით საქართველოს ეროვნული ლიგის ლიდერი თბილისის "ლოკომოტივია". რბილად რომ ვთქვათ, ალოგიკურია, მაგრამ უეფას ამ უცნაური ლოგიკით, ოქროს მედლები "ლოკოს" უნდა გადაეცეს...

მკითხველის კომენტარები / 16 /
და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გახდება ჩემპიონი, თბილისის "ლოკომოტივი" თუ ჭრებალოს "იუნაიტედი"? ვინც გავა ევროტურნირებზე, უცბად გამოვარდება.
ევგრაფი
20:49 16-03-2020
11
ფილტვებზე არ ვიცი მარა ეს კორონა ტვინზე, რომ მქმედებს უკვე ფაქტია.დდდდდ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული