As-ის ცნობით, უეფას მიაჩნია, რომ თუ კორონავირუსის გამო ეროვნული ჩემპიონატები არ განახლდა, გამარჯვებულად ლიდერი გუნდი უნდა გამოცხადდეს. ამავე პრინციპით გამოვლინდება 2020/21 წლების სეზონში ევროტურნირების მონაწილეებიც.
ამავე დროს, უეფა არ ჩაერევა ლიგებში გუნდების დაქვეითების და აღზევების საკითხებში და ეს ეროვნული ლიგების პრეროგატივა იქნება.
თუ ევრო 2020 მომავალი წლისთვის გადაიტანეს, ამის გაკეთება საჭირო არ იქნება, რამეთუ ეროვნული ჩემპიონატების დასასრულებლად დრო გამოთავისუფლდება.
ევროპულ ფეხბურთში
ჩემპიონატის დაუსრულებლად ჩემპიონის დასახელების ერთადერთი პრეცედენტი არსებობს - 1990 წელს, როდესაც ყოფილ იუგოსლავიაში ომი დაიწყო, ჩემპიონად "პარტიზანი" გამოაცხადეს.
2 ტურის შემდეგ 6 ქულით საქართველოს ეროვნული ლიგის ლიდერი თბილისის "ლოკომოტივია". რბილად რომ ვთქვათ, ალოგიკურია, მაგრამ უეფას ამ უცნაური ლოგიკით, ოქროს მედლები "ლოკოს" უნდა გადაეცეს...