"სამტრედიას" ესპანელი ლეგიონერი: ჩემს მშობლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ - ქართული კულტურა განსხვავებულია

AutoSharing Option
"სამტრედიას" ესპანელი ნახევარმცველის, დიეგო დიზის მშობლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ესპანური გამოცემები კი დიზის მდგომარეობით დაინტერესდნენ და მასთან ინტერვიუ ჩაწერეს.

"წარმოიდგინეთ, რა ცუდ სიტუაციაში ვიყავი. ჩემს მშობლებს ესპანეთში კორონავირუსი დაუდასტურდათ, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მე კი მათგან კილომეტრებით შორს ვარ. ნერვიულობისგან ღამე არ მეძინა. მშობლებთან მხოლოდ ვიდეოზარით ვკონტაქტობდი. საქართველოდან ესპანეთში წასვლა არ შემეძლო, რადგან 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გამევლო და შესაძლოა, ჩემპიონატის განახლებას დამთხვეოდა. ახლა მამაჩემი თავს კარგად გრძნობს, დედაჩემი კი კვლავ დაინფიცირებულია.

საქართველოში კიდევ ერთი ესპანელი - ხოსე პერალესი თამაშობს. ჩემგან განსხვავებით, მან
ესპანეთში წასვლა არჩია. ქუჩებში ხალხი დადის, მე მხოლოდ საყიდლებზე დავდივარ, იზოლაციაში ვარ და ვერ ვხედავ ვერც ბურთს, ვერც ბარათებს.

Sportall.Ge

ისლანდიაში თამაშით კმაყოფილი ვიყავი, იქ მაღალი ანაზღაურება და კარგი პირობები იყო, თუმცა ახალი გამოწვევის მიღება მსურდა. აგენტი დამიკავშირდა და საქართველოში გადასვლა მირჩია, რითაც დავინტერესდი.

ქართული კულტურა სხვებისგან სრულიად განსხვავებულია, რითიც გაკვირვებული ვარ. საქართველო იმაზე განვითარებული ქვეყანაა, ვიდრე მეგონა. მათი ფეხბურთელები ტექნიკური თამაშით გამოირჩევიან. საქართველოში ფეხბურთი ისლანდიელებზე მეტადაც უყვართ. აქ ტაქსის მძღოლებიც ფეხბურთზე მესაუბრებიან", - განუცხადა დიზიმ lavanguardia-ს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "სამტრედიაში" ესპანელის თამაშს დადებითად ახასიათებენ. იქ ნახსენებია, რომ ჩვენი კლუბი 2016 წელს ჩემპიონი გახდა და საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი კახა კალაძეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგო.

fcsamtredia.com

აღსანიშნავია, რომ დიზის შესახებ წერილი კიდევ რამდენიმე ესპანურმა გამოცემამ და მათ შორის, as-მა გამოაქვეყნა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დღეს უსაყვარლესი ადამიანის, ბ-ნი ალექსანდრე ჩივაძის დაბადების დღეა!!! იგი იუბილარია: 65 წლის გახდა!!! მხნეობა, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა... წარმატებები შენს დიდ ოჯახთან ერთად, ჩვენო საშა!!!
tngh
13:04 08-04-2020
0
პენსიაც აუღია, ეს ხუმრობით. გილოცავთ ბატონო საშა, როგორიც მცველი იყავით, ისე დაცულიყოს სრულიად საქართველო!!!
სიმართლე
14:00 08-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული