მოგესალმებით!
გასულ კვირას sportall.ge-ს ჟურნალისტმა გალაქტიონ ესაკიამ გამოაქვეყნა სტატია: "[შეფასება] არაადეკვატური გადაწყვეტილება - ბიუჯეტიდან საფეხბურთო კლუბები კვლავ დაფინანსდებიან".
აღნიშნულ სტატიაში დაშვებული იყო ორი შეცდომა და მოყვანილი იყო არაზუსტი ფაქტები, რომლებიც მოგვიანებით გამოსწორდა. შეცდომების გამო სტატიას მოჰყვა სერიოზული გამოხმაურება, მათ შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან.
ჩვენ ვაღიარებთ შეცდომას და რედაქციის სახელით, გადაუმოწმებელი ფაქტების გამოყენების გამო მკითხველისა და შესაბამისი ორგანიზაციების წინაშე ბოდიშს ვიხდით.
აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ აქამდე დაწერილი და გამოქვეყნებული არცერთი კრიტიკული სტატიის მიზანი არ ყოფილა რომელიმე ორგანიზაციისა თუ კონკრეტული თანამდებობის
პირის (ან პირების) დისკრედიტაცია. ასე იყო ზევით მოცემული სტატიის შემთხვევაშიც და ის ვინმესთვის ზიანის მიყენებას მიზნად არ ისახავდა.