sportall.ge-ს განცხადება ჩვენი ჟურნალისტის სტატიის შესახებ

AutoSharing Option
მოგესალმებით!

გასულ კვირას sportall.ge-ს ჟურნალისტმა გალაქტიონ ესაკიამ გამოაქვეყნა სტატია: "[შეფასება] არაადეკვატური გადაწყვეტილება - ბიუჯეტიდან საფეხბურთო კლუბები კვლავ დაფინანსდებიან".

აღნიშნულ სტატიაში დაშვებული იყო ორი შეცდომა და მოყვანილი იყო არაზუსტი ფაქტები, რომლებიც მოგვიანებით გამოსწორდა. შეცდომების გამო სტატიას მოჰყვა სერიოზული გამოხმაურება, მათ შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან.

ჩვენ ვაღიარებთ შეცდომას და რედაქციის სახელით, გადაუმოწმებელი ფაქტების გამოყენების გამო მკითხველისა და შესაბამისი ორგანიზაციების წინაშე ბოდიშს ვიხდით.

აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ აქამდე დაწერილი და გამოქვეყნებული არცერთი კრიტიკული სტატიის მიზანი არ ყოფილა რომელიმე ორგანიზაციისა თუ კონკრეტული თანამდებობის
პირის (ან პირების) დისკრედიტაცია. ასე იყო ზევით მოცემული სტატიის შემთხვევაშიც და ის ვინმესთვის ზიანის მიყენებას მიზნად არ ისახავდა.


მკითხველის კომენტარები / 5 /
მე თქვენი ჟურნალისტის სტატია არ მომეწონა, მაგრამ ახლა თქვენი ბოდიში უფრო არ მომწონს. ყველას აქვს თავისი აზრი და შეხედულება ჩვენი თხლებურთის დაფინანსებაზე. დიახ სასირცხვილოა ასეთი გამოსვლა ევროპაზე. მაგრამ ჩემი აზრით ეს სასირცხვილოც აღარ გვექნება თუ არ დავაფინანსებთ. ჯერ ჯერობით ასე ვართ სამწუხაროდ. შეცდომა იყო თვითონ აზრი და არა სტატიაში მოყვანილი რამე უზუსტობა. სამწუხაროა რომ თქვენ ვიღაცამ მიგახვედრათ ან გაიძულათ მოგებოდიშათ.
G.LA
15:56 09-04-2020
3
რა ხდება დაგირეკეს სოდი დან ? :D :D :D :D
swat007
14:10 09-04-2020
4

სიახლეები პოპულარული