ანანიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია

AutoSharing Option
როგორც ბათუმის "დინამოში" დაგვიდასტურეს, აჭარული კლუბი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თანამშრომლობის სურვილი ორივე მხარეს აქვს, თუმცა შესათანხმებელი, ბუნებრივია, ფინანსურ საკითხებთან ერთად სხვადასხვა დეტალია. სწორედ ამიტომ, ფეხბურთელი და კლუბი მომავალი შეხვედრების გამართვას ელოდებიან.

ჯანო ანანიძემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა მოსკოვის "სპარტაკში" დაიწყო 2009 წელს. თითო-თითო სეზონი იჯარის წესით "როსტოვსა" და "კრილია სოვეტოვში" გაატარა, ხოლო 2019 წლის ბოლოს მოსკოვურ კლუბს დაემშვიდობა და კარიერა ფამაგუსტის "ანორთოსისში" განაგრძო.

ჯანოს ეროვნულ გუნდში 43 მატჩი აქვს გამართული და მის ანგარიშზე 7 გატანილი გოლია. ბათუმის
"დინამომ" საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონში მეორე ადგილი დაიკავა და მიმდინარე წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
ეს არასოდეს არ ყოფილა კარგი ფეხბურთელი და ახლა ნუთუმეტეს, ხომ იშოვე ბიძიკო ფული და წადი ახლა, 15-ჯერ გაქვს გადაკეთებული დაბადების მოწმობა, ახლა კაი 45 წლის ხარ.
დათო
15 მაისი 2020 09:35
15
Mecineba raa,ert dros grandebis samizne am axalgazrdul asakshi batumis dinamoshi gadasvlazea tanaxma,bodishi batumis gulshematkivrebtan magram esaraa is done rasac janostvis visurvebdi,es regresia mis karierashi da am faqts gverds ver avuvlit,midi jano aq mainc gaaxare chveni gulshematkivari,aqaravin mogtxovs imdens rasac ucxoetshi itxoven shengan,shemdeg terjolis sapovnelashi da chxerimelashic scade sheni karieris reanimacia
ალიკა
15 მაისი 2020 07:56
6
status quo ამიტომ უნდა ეწეროს: ანანიძე საქართველოს ჩემპიონატშიც ვერ ითამაშებს.
zurab
15 მაისი 2020 07:39
9
ვერც ბათუმში შესძლებს რამეს.
status quo
14 მაისი 2020 22:48
14
ჭანტურიაც აიყვანონ ბარემ მაგრათ გამოადგება ეგეც. შევიდოდა ფორმაში და კაი იქნება ბათუმში
კლოპი
14 მაისი 2020 21:24
15
რა შეიყვანდა ფორმაში? კარანტინი?
ემრე
14 მაისი 2020 23:59
0
მოაშორეთ ეს არასერიოზული არსება აქაურობას. მოსკოვში წავიდეს და ის იჯდეს!!
გენა
14 მაისი 2020 20:20
37
ქართველი და განსაკუთრების ბათუმელი გულშემატკივრისთვის მართლაც ძალიან კარგი ამბავია და გულით ვულოცავ მათ, მაგრამ აი ჯანოს კარიერისთვის რა გითხრათ, ეს ბიჭი ახლა ვარსკვლავებს უნდა ეთამაშებოდეს და არა საქართველოს ჩემპიონატის გუნდებს, ეს როგორ მოახერხე ჯანო! იმედია კვლავ გიხილავთ მაღალ დონეზე, წარმატებები!
Irakli
14 მაისი 2020 20:12
5
როგორც ვიცი ანორთოსისთან მაისის ბოლომდე აკავშირებდა კონტრაქტი და ალბათ აღარ გაუგრძელეს კარგია რომ ბათუმმა გამოიჩინა ინიციატივა და სურს მისი დამატება.
ჯანოს ამ ეტაპზე სჭირდება სათამაშო პრაქტიკა და სწორი გადაწყვეტილება იქნება ბათუმში გადმოსვლა ევროტურნირებისთვის ძლიერდება კლუბი და ჯანოს გამოცდილების და კლასის მქონე ფეხბურთელი წაადგება კლუბს დარწმუნებული ვარ ჯანო შევა ფორმაში წაადგება კლუბს და ნაკრებსაც დაეხმარება.
Giorgi
14 მაისი 2020 18:51
6
ხალხნო, გაიგეთ, ანანიძემ კვირპროსში ვერ ითამაშა, სპარტაკში ვერ ითამაშა და ა.შ. ზღაპარია.
ვერ ითამაშა კი არა, არ ითამაშა. არ თამაშობს. აღარ თამაშობს, ტიპი მულტიმილიონერი გახდა რუსეთში სკამზე ჯდომით, ტყუილა ყოფნით, აბა რაღაზე შეიწუხებს თავს. სულ ფეხებზე კიდია გულშემატკივარი რას ფიქრობს.მეტი საქმე არ აქვს აქეთ იქით ირბინოს და გიჟივით ივარჯიშოს.
ბათუმში თუ აიყვანეს აგერ ნახავთ იქაც არ ითამაშებს. წამოწვება და იქნება. ბოლო 15 წუთი შემოიყვანენ, ივლის ცოტას მოედანზე და მორჩა. როგორც ლევან მჭედლიძე დღეს თბილისის დინამოში. როგორც ათასი სხვა ქართველი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლებმაც სიზარმაცით დაასამარეს თავიანთი ტალანტი.
არცთუ გამორჩეული ნიჭის კალაძემ სწორი მიდგომით, მიზანმიმართულობით, თავის თავზე გაუთავებელი მუშაობით, სერიოზულობით და ბრძოლით მილანამდე მიაღწია, ბევრჯერ მილანი მოედანზე კაპიტნის სამკლაურითაც გაუყვანია. შრომოა უნდა ყველაფერს. ისე არ გამოვა.
ეხლა ჩაკვეტაზე ადგას ანანიძის გზას. ნელ-ნელა მიშვება დაიწყო.
გიორგი
15 მაისი 2020 11:32
4
მაგას თუ გინდა, ზღვა სათამაშო პრაქტიკა მიეცი, ერთი და იგივეა. კვიპროსშიც ქეცბაიას ხათრით აიყვანეს და რომ ვერ ითამაშა, იმიტომაც წამოვიდა.
: )))))))
14 მაისი 2020 19:37
15
საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ჯანოსთვის, და ჩვენი ფეხბურთისათვის. ბათუმის ახალ სტადიონს დაამშვენებს ჯანოს თამაში!!!
tngh
14 მაისი 2020 18:41
4
ძალიან მაგარი გადაწყვეტილებაა და წაადგება როგორც დინამო ბათუმს ისევე საქართველოს ნაკრებს და რაცმთავარია თვითონ ჯანოს წაადგება!
იმედია არ დაიზარებს, ბევრს ივარჯიშებს და რომელიმე ნორმალურ ევროპულ კლუბში გადავა და ამისათვის სრული ერთი სეზონი ეყოფა ფორმაში შესასვლელად და თავისი თამაშის საპოვნელად!
მე მჯერა ჯანოსი!
წარმატებები ჯანოს, დინამო ბათუმს და სრულიად საქართველოს!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარით
14 მაისი 2020 18:15
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული