ანანიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია

AutoSharing Option
როგორც ბათუმის "დინამოში" დაგვიდასტურეს, აჭარული კლუბი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თანამშრომლობის სურვილი ორივე მხარეს აქვს, თუმცა შესათანხმებელი, ბუნებრივია, ფინანსურ საკითხებთან ერთად სხვადასხვა დეტალია. სწორედ ამიტომ, ფეხბურთელი და კლუბი მომავალი შეხვედრების გამართვას ელოდებიან.

ჯანო ანანიძემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა მოსკოვის "სპარტაკში" დაიწყო 2009 წელს. თითო-თითო სეზონი იჯარის წესით "როსტოვსა" და "კრილია სოვეტოვში" გაატარა, ხოლო 2019 წლის ბოლოს მოსკოვურ კლუბს დაემშვიდობა და კარიერა ფამაგუსტის "ანორთოსისში" განაგრძო.

ჯანოს ეროვნულ გუნდში 43 მატჩი აქვს გამართული და მის ანგარიშზე 7 გატანილი გოლია. ბათუმის
"დინამომ" საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონში მეორე ადგილი დაიკავა და მიმდინარე წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
იმედია ჯანოს შემთხვევაშიც ის არ მოხდება, რაც მჭედლიძესთან და ყენიასთან დაკავშირებით მოუვიდა დინამოს და საბურთალოს , ფაქტიურად ვერაფერში გამოიყენეს.
fff
14 მაისი 2020 17:49
2
ძალიან გამიხარდება ოღონდ, თუ დასასვენებლად მიდიხარ ბათუმში, არ გირჩევ. ბათუმს და აჭარას კი არა, ყველას გვიყვარხარ და არ გააფუჭო ყველაფერი და თუ სათამაშოდ მიდიხარ, უდიდეს წარმატებებს გისურვებ.
100%
14 მაისი 2020 17:47
3
რაში ჭირდება ბათუმს ანანიძე ტყუილად ხელფასი რომ უხადოს?
მიხო
14 მაისი 2020 17:45
24
ჰო წამოწვება სახლში, ბათუმელია კაცი და იქნება გემრიელად. ფეხბურთის თამაშს რომ აპირებდეს თავს არ ჩამოიბათუმისდინამოებდა. ივარჯიშებდა, იმუშავდებდა და ევროპაში წავიდოდა. ბათუმში ტყუილა ყოფნისთვის მოდის.
გენა
15 მაისი 2020 15:41
0
ძალიან მაგარი ამბავი....
nnnn
14 მაისი 2020 17:33
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული