ანანიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია

AutoSharing Option
როგორც ბათუმის "დინამოში" დაგვიდასტურეს, აჭარული კლუბი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თანამშრომლობის სურვილი ორივე მხარეს აქვს, თუმცა შესათანხმებელი, ბუნებრივია, ფინანსურ საკითხებთან ერთად სხვადასხვა დეტალია. სწორედ ამიტომ, ფეხბურთელი და კლუბი მომავალი შეხვედრების გამართვას ელოდებიან.

ჯანო ანანიძემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა მოსკოვის "სპარტაკში" დაიწყო 2009 წელს. თითო-თითო სეზონი იჯარის წესით "როსტოვსა" და "კრილია სოვეტოვში" გაატარა, ხოლო 2019 წლის ბოლოს მოსკოვურ კლუბს დაემშვიდობა და კარიერა ფამაგუსტის "ანორთოსისში" განაგრძო.

ჯანოს ეროვნულ გუნდში 43 მატჩი აქვს გამართული და მის ანგარიშზე 7 გატანილი გოლია. ბათუმის
"დინამომ" საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონში მეორე ადგილი დაიკავა და მიმდინარე წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
ჭანტურიაც აიყვანონ ბარემ მაგრათ გამოადგება ეგეც. შევიდოდა ფორმაში და კაი იქნება ბათუმში
კლოპი
14 მაისი 2020 21:24
15
რა შეიყვანდა ფორმაში? კარანტინი?
ემრე
14 მაისი 2020 23:59
0
ჯიღაური რომ გადმოვიდა და ნავალოვსკი რამე წააგეს თუ? არც გუნდი, არც ფეხბურთელები და რაც მთავარია არც ჩვენ გულშემატკივარი არ ვართ უკმაყოფილო, ძალიან ვგულშემატკივრობთ მათ. ორივე ძალიან მაგრად თამაშობენ და თან შედეგიც მოაქვათ გუნდისთვის, იმედია ჯანოც ისევე გაიხსნება როგორც ჯიღაური და ნავალოვსკი. შეგახსენებთ ორივე უთამაშებელი მოიყვანა დინამომ და ვაისს არ დავიწყებია არცერთი დანიასთან ორივე გამოიძახა ნაკრებში, ნავალა ძირითადშიც კი ათამაშა. წარმატებები ჯანოს და ვპირდები ყველა თამაშზე მის სანახავად უფრო ბევრი გულშემატკივარი მივა ვიდრე დადის ბათუმში. ღმერთი შენსკენ.
roma bejanidze
15 მაისი 2020 15:09
1
ჯიღაური და ნავალოვსკი საქართველოში ყველაზე ჯიგრიანი და გულიანი მოთამაშეები არიან. ბოლომდე ბრძოლა იციან. ანანიძე კიდევ ზარმაცია. არც ბათუმს არ გამოადგება
გიორგი
15 მაისი 2020 15:35
6
ვერც ბათუმში შესძლებს რამეს.
status quo
14 მაისი 2020 22:48
14
ჯანო არის უდიდესი ნიჭის მქონე ფეხბურთელი მაგრამ მას მოუწევს ყველაფერი დაიწყოს თავიდან როგორც მთელ ჩვენს ფეხბურთის წარმატებები ჯანოს და საქართველოს
იბერიელი68
15 მაისი 2020 11:02
2
ძალიანაც სწორი გადაწყვეტილებაა, ჯერ ახალგაზდა ხარ ჯანო ყველაფერი წინ არის, მჯერავს, რომ ჯანოს ვიხილავთ მაღალ დონეზე. გენაცვალე ჯანო აბა შენ იცი, შენ რომ ფორმაში ხარ ნაკრებიც სხვანაირად თამაშობს, გააზრებულად. წარმატებებს ვუსურვებ ჯანო ანანიძეს.
x.x
15 მაისი 2020 11:41
2
მოაშორეთ ეს არასერიოზული არსება აქაურობას. მოსკოვში წავიდეს და ის იჯდეს!!
გენა
14 მაისი 2020 20:20
37
ალბათ ესეც ჭორია, ცოტა ხანში დაწერენ, ანანიძეს ბათუმის დინამოსთან ერთად რუსეთის პრველი დივიზიონის გუნდი ეპატიჟება თავისთან, და მერე მიამატებთ ასევე არიან ბელგიის, ჰოლანდიიის პირველი ლიგის გუნდები, და მერე წავიდააააა კომენტარები რო სად ჯობია და სად მოუხდება და ა.შ :-D აი დაუსრულებელ სერიალს გავს, ადრე რო გადიოდა იზაურა და რღაც ესეთები, ყოველდღე ახალ ახალ დეზინფორნაციებით რო გვეტინით!!! არადა თავიდან, ანორთოსისიო, მზიანი ქვეყანაო, გაიხსენებაო და რავიცი კიდე რას არ წინასწარმეტყველებდით, ჯერ 90 წუთი ჩატარებული არ ქონდა და იქნებ სადმე ევროპულ წამყვან ჩემპიონატში გადავიდესო, თითქოს ანორთოსისში უკვე დაეგლიჯა ყველაფერი. მე პირადა ჯანოს გულშემატკივარი ვარ , მეგონა რო უფრო მეტს მიაღწევდა , მაგრამ რაც არის ეს არის, ფინასურად რაც მთავარია მყარად დგას ფეხზე (ასე მგონია ყოველშემთხვევისთვის ) და ორი აზრი არ არსებობს იმის რო თუ მართლა ბათუმში გადავიდა ყურებადომიბა და ინტერესი უფრო მეტი იქნება...
Vasili
15 მაისი 2020 10:30
0
ვაისი არ ათამაშებს ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატის გუნდების ფეხბურთელებს.იქნებ ანანიძეზეც გავრცელდეს მისი ეს პრინციპი და დავისვენებთ ჩვენც და ეგეც.ისე მაგან უნდა თქვას გამიმართლაო,მხართეძოზე კოტრიალში მილიონები იშოვა რუსეთში. ღმერთმა ალალად შეარგოს,მაგრამ ჩვენ თავი დაგვანებოს.
ნუკრი
15 მაისი 2020 11:07
18
ძალიან “წინ” გადადგმული ნაბიჯი იქნება ვერაფერს იტყვი!!!
.
15 მაისი 2020 10:50
1
Mecineba raa,ert dros grandebis samizne am axalgazrdul asakshi batumis dinamoshi gadasvlazea tanaxma,bodishi batumis gulshematkivrebtan magram esaraa is done rasac janostvis visurvebdi,es regresia mis karierashi da am faqts gverds ver avuvlit,midi jano aq mainc gaaxare chveni gulshematkivari,aqaravin mogtxovs imdens rasac ucxoetshi itxoven shengan,shemdeg terjolis sapovnelashi da chxerimelashic scade sheni karieris reanimacia
ალიკა
15 მაისი 2020 07:56
6

სიახლეები პოპულარული