საუკეთესო ბომბარდირი ეროვნულ ლიგაში ბრუნდება? ყაზახური და უნგრული ვარიანტებიც არის...

AutoSharing Option
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთში წასულ და უკლუბოდ დარჩენ ლევან კუტალიას ყოფილი გუნდი, ქუთაისის "ტორპედო" იწვევს.

სწორედ აღნიშნული თემით დაიწყო ყაზახურმა გამოცემა sports.kz-მ მოკლე ინტერვიუ ქართველ ფორვარდთან.

- გავიგეთ, რომ ქუთაისის "ტორპედო" გიწვევთ. თქვენთვის რამდენად საინტერესოა ეს ვარიანტი?
- არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ რამდენიმე შემოთავაზება მაქვს, მათ შორის, საქართველოდანაც.

- თქვენ ამბობდით, ყაზახური ვარიანტის გამოჩენის შემთხვევაში, აქ დარჩებოდით. რამე ხომ არ გამოჩნდა?
- დიახ, ყაზახეთიდანაც მაქვს ვარიანტები, თუმცა კონკრეტული არაფერია.

- "მეზოკოვეშდის" შემოთავაზება ძალაში რჩება?
- ჯერ "ირტიშთან" უნდა გავარკვიო ყველაფერი. საქმე
ეხება ვალს, სატრანსფერო ფურცელს, შემდეგ კი მეცოდინება, სად განვაგრძობ კარიერას.

მოგეხსენებათ, ლევან კუტალია საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ. ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ყაზახურ "ირტიშში" გადაბარგდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო კლუბმა ყაზახეთის უმაღლეს ლიგაში გამოსვლაზე უარი განაცხადა და არც ხელფასები მიუცია ფეხბურთელებისათვის.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ კაცს რას ერჩიან მაინც ვერ გავიგე,მისი ასაკის კვალობაზე მშვენივრად თამაშობს,ტორპედოდან დინამოში გადასვლა?! ნუ აქ არც პირველია ეგ და არც უკანასკნელი,მგონი გვარის გამო უფრო არ წყალობენ საწყალს)))
ბათუმის ფანი
09 ივნისი 2020 02:24
5
რაც ამას ტორპედოს ფანება აგინეს კიდე იქით იყურება????
გურამი
08 ივნისი 2020 17:41
3
ქუტალია არ დაბრუნდება იცის რაც აქვს ნაჭამი და თუ მაინც დაბრუნდა ჯოჯოხეთი ექნება სულ სტადიონზე სანამ უმაყურებლოთ იქნება თამაშები კი იქნება მშვიდათ მარააა რავიცი თუ არ ეცოდება საკუთარი თავი მაშინ დაბრუნდეს
ლადო
08 ივნისი 2020 17:18
13
Da vin ras daaklebs erti?
Kutalia ar iyos axla Luis Figo
Gimzeri
08 ივნისი 2020 20:10
3
რამდენი ტყუილის უნდა გჯეროდეთ.
კუტალია უშველის ტორპედოს?
ერთი იმ ავანტიურისტმა იტალიელმა უშველა და ახლა მეორე კუტალია უშველის.
ჯერი
08 ივნისი 2020 17:14
7
სანდო წყაროებიდან კულუარულად ამბობენ ტორპედოს იტალიელი ბოსი გუნდზე სერიოზულად აპირებს ხელის მოკიდებასო და შემოდგომის სატრანსფერო ფანჯარაზე ტორპედოს სერიოზულ დანახარჯების გაწევა აქედანვე აღუთქვაო, რაზეც მწვრთნელებს 2-3 უმაღლესი კლასის ლეგიონერების დამატებაზე სრული კარტბლანში მისცა. და ალბათ გაისიდან ტორპედო ისევ გადაჯეგავს საქართველოს დოღლიგის გუნდებს და დომ მანინოს სურვილია ევროპაზეც სერიოზული კამანდას მოუყაროს თავი და მინიმუმ კლუბმა გაიმეოროს მისივე შარშანწინდელი მიღწევა და ჯგუფში თუ არა პლეიოფს ულაპარაკოდ უწიოსო.
Alfredo
08 ივნისი 2020 16:06
17
ტორპედოში არ დაგინახო კუტალია!
ქუთაისელი
08 ივნისი 2020 15:48
14

სიახლეები პოპულარული