დავით მუჯირი: ეროვნული ლიგის შეხვედრებზე მაყურებლის დასწრების საკითხი ასე გადაწყდება...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "სპორტი იმედზე" ეროვნული ლიგის განახლებასა და თამაშებზე მაყურებელთა დასწრების შესახებ ისაუბრა.

"18 ივნისს გაიმართა ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც შეიცვალა ფორმატი და 4 წრის ნაცვლად 2 წრე გვექნება, შენარჩუნდება "პლეი-ოფის" სისტემა ლიგიდან გავარდნასთან დაკავშირებით.

ასევე, აღმასრულებელმა კომიტეტმა გენერალურ სამდივნოსა და საშეჯიბრო კომიტეტს მიანიჭა უფლებამოსილება, რომ ტურის დაწყებამდე 2 დღით ადრე შეიმუშავოს ტურის წარმართვის რეგულაცია (რაც, ცხადია, მაყურებელთა დაშვების საკითხსაც გულისხმობს).

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება იცვლება და ჩვენ კონკრეტულ კვირაში არსებული
ვითარების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, დავუშვათ თუ არა მაყურებელი და მედია შეხვედრებზე.

დიდი ალბათობით, მესამე ტურის შეხვედრებისთვის გულშემატკივართა დასწრების ორგანიზება ვერ მოესწრება,"- განაცხადა მუჯირმა.

მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ლიგა ხუთშაბათს, 25 ივნისს "საბურთალოსა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრით განახლდება.



მკითხველის კომენტარები / 11 /
თქვენ ის მოიფიქრეთ როგორ შეიტყუოთ მაყურებელი სტადიონზე
ზორბეგი
17:21 21-06-2020
1
მე მარტო სამტრედიელი და ბათუმელი გულშემატკივრები მეცოდებიან დანარჩენი ისედაც არ დადის სტადიონზე და რა დასწრებაზეა საუბარი?
vova
18:02 21-06-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული