28 ივნისს, ეროვნული ლიგის მესამე ტურის დასკვნითი მატჩი აქამდე უქულოდ მყოფ "ტორპედოსა" და "ჩიხურას" შორის 2:2 დასრულდა.
პირველ ტაიმში შორიდან დარტყმული ბურთით "ჩიხურა" ბუხაიძემ დააწინაურა, შესვენების შემდეგ ბურთი საჯარიმოში ხელზე საჩხერელთა მცველს მოხვდა, თერთმეტმეტრიანი კი ტაბატაძემ ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში მეკარე ბულისკერიას შეცდომით გვაზავამ ისარგებლა და ანგარიში 0:2 გახდა. თუმცა შეცვლაზე შესულმა ფანცულაიამ ჯერ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა, ზედ საფინალო სასტვენის წინ კი მანვე ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ ფანცულაიას ორივე საგოლე გადაცემა ივანიშვილმა გაუკეთა.
4 ივლისს "ჩიხურა" "დილას" უმასპინძლებს, ხოლო "ტორპედო" 5 ივლისს თბილისში "მერანს" დაუპირისპირდება.
ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-ჩიხურა 2:2
გოლები: 0:1 ბუხაიძე (18), 0:2 გვაზავა (49), 2:1 ფანცულაია (64), 90+4)
გამოუყენებელი პენალტი: ტაბატაძე (48)
ტორპედო (4-4-2): ბულისკერია, ტაბატაძე (კ), მირცხულავა, კასრაძე, ნადარაია, მარკოვიჩი (შარვაშიძე 62), ძარია (აბულაძე 73), ჯანელიძე, ივანიშვილი, ციცქიშვილი, პონომარი (ფანცულაია 57)
მთ. მწვრთნელი: ხაჩიძე
ჩიხურა (4-2-3-1): ბეგაშვილი, მაჩაიძე, კაშია (კ), კორიფაძე, ჯავაშვილი, ჩიკვაიძე, გვაზავა, კახაბრიშვილი, წიქარიძე (ფოცხვერია 83), კიკაბიძე (დეკანოიძე 61), ბუხაიძე (მუჯირი 67)
მთ. მწვრთნელი: თურმანიძე