ეროვნული ლიგა. IV ტური: გარდასახულმა თბილისის "დინამომ" კვლავ დამაჯერებლად იმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 ივლისს, ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში თბილისის "დინამომ" "ლოკომოტივი" 4:0 დაამარცხა.

ვერ გეტყვით, კორონავირუსით გამოწვეული პაუზისას თბილისის "დინამომ" მოუმატა ასე ძლიერ, თუ მისმა მეტოქეებმა მოუკლეს, მაგრამ ფაქტია, სეზონის განახლების შემდეგ ჩხეტიანის შეგირდები მოწინააღმდეგეებს მთელი თავით სჯობნიან. ასე იყო "საბურთალოსთან" და იგივე ვიხილეთ ჩემპიონატის აწ უკვე ყოფილ ლიდერ "ლოკომოტივთანაც".

პირველ ტაიმში "დინამო" დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მარტო კუციამ ანგარიშის გახსნის ოთხი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან! კაპანაძემ და პერნამბუკომაც ვერ გამოიყენეს კარგი მომენტები.

ტაიმის დასასრულს "ლოკოს" შეეძლო დაწინაურება, მაგრამ სამურკასოვს
გოლის გატანა კვასხვაძემ არ დაანება, რის შემდეგაც მსაჯმა უხეშობისთვის უბილავა გააძევა და "რკინიგზელები" რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა გოლებიც გაიტანეს: 61-ე წუთზე "ლოკოს" კარი შეროზიას უხეში შეცდომის შედეგად კობოურმა დალაშქრა, შემდეგ თ. კაპანაძემ თავის მიერ მოპოვებული პენალტი გამოიყენა, 79-ეზე თ. კირკიტაძემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, ხოლო სულ ბოლოს პერნამბუკომაც გამოიჩინა თავი.

თბილისის "დინამო" 8 ქულით გალიდერდა და 12 ივლისს ქუთაისში "ტორპედოს" დაუპირისპირდება.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - ლოკომოტივი 4:0
გოლები: 1:0 კობოური (61), 2:0 თ. კაპანაძე (72, პენ), 3:0 თ. კირკიტაძე (79, საკ. კარში), 4:0 პერნამბუკო (90)
გაძევება: უბილავა (42)

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური, ლოჩოშვილი, მექვაბიშვილი (დაფე 78), ტრუბოჩკინი (იაშვილი 46), ქიმაძე, პაპავა (კ), კუცია, ბუღრიძე (ქავთარაძე 60), პერნამბუკო, თ. კაპანაძე

მწვრთნელი: ჩხეტიანი

ლოკომოტივი (4-2-1-3): შეროზია, გურეშიძე, ჭანტურია, გაბაძე, უბილავა (კ), შონია, სამურკასოვი (არველაძე 73), დ. კირკიტაძე (თ. კირკიტაძე 60), ძებნიაური, კობახიძე (ც. კაპანაძე 45+1), სიხარულიძე

მწვრთნელი: ფრუიძე

მკითხველის კომენტარები / 21 /
დიადი ფრუიძე კახეთის სიღნაღში,რეგიონლიგუს ერთ ერთი პეტსპექტიული გუნდია,აი იქ დახატავს თავის დამცველ კლავიატუტის ვირთხებთან ერთად
იკო
04 ივლისი 2020 18:45
2
იკო რა ინტერესი გამოძრავებს, ან ვინ გაწერინებს ამას. ყველგან შენი უპასუხისმგებლო კომენტარებია. ამ კაცმა ბევრჯერ დაამტკიცა თავისი პროფესიონალიზმი და შენი ასეთი ყბედობით არაფერი დააკლდება. უბრალოდ შენ რას გაძლევს ეგა არის გასაკვირი ეს ჭორიკნობა და პატარა კაცობა.
იკოს
06 ივლისი 2020 12:11
0
ლოკომოტივს ყავს ხელმძღვანელობა რომლებიც გაგებაში არ არიან ფეხბურთის ეტყობა
ლოკოს
04 ივლისი 2020 15:02
0
მე ვუყურე ამ თამაშს და ვერცერთი ფეხბურთელი ვერ ვიპოვნე. ესენი უფრო მეხაშეებიმ ან მეხაშლამეები არიან, ერთიც და მეორე გუნდის მორბენალი ყაიმასები
ამათ ეძახით ფეხბურთელებს? ვავა საქართველო. ვავა!!!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
04 ივლისი 2020 14:28
4
ძალიან ცუდად გიყურებია... ნუთუ კუცია მაინც ვერ შეამჩნიე??? კანკავას ღირსეულად შეცვლის ნაკრებში...
tngh
04 ივლისი 2020 18:23
1
ზუსტად ეგრეა,ამათი საცოდაობით დაიტანჯება მაყურებელი,რას გავდნენ განსაკუთრებით ლოკომოტივის ფეხბურთელები,ფლანგზე თამაშობდა ვიღაც ნახტომშიც ნახევარმეტრზე მეტი არ იქნებოდა,დინამოშიც საერთოდ ვერ ვნახე ფეხბურთელი
..
04 ივლისი 2020 17:56
2
ქომაგები წერაში მაგრები,სტადიონზე მისვლაში ნულები
ბაჩი
04 ივლისი 2020 14:22
1
ძაან მძიმედ გამოიყურება ლოკომოტივი, წინა ტურშიც გამოჩნდა. დინამოს სისწრაფეებს საერთოდ ვერ აყვნენ. არადა არც დინამოა კარგ ფორმაში ბევრი სიცრცეები რჩებათ. მეკარეს ყველაფერს ვერ დააბრალებ, ბევრი მომენტი იყო იქამდე. წართმევა არ ქონდა გუნდს, დადიან. კარატნიში რას აკეთებდით?
ლოკოს
04 ივლისი 2020 12:57
0
ფრუიძე კი არა, რა ფეხბურთელები გაუშვა ლოკომოტივმა ცოტა ხო უნდა დაფიქრდე ნახევარი გუნდი გაუშვეს ვინც ევროპა მოიპოვა სირცხვილია პროსტა რა მენეჯმენტი ყავთ ასეთი ესე არასწორად რომ აზროვნებენ!!!!!!
მალხაზი
04 ივლისი 2020 08:51
2
მენეჯმენტში ინგლისურის მცოდნეები ყავთ,აი ფეხბურთის რა გითხრათ
iko
04 ივლისი 2020 10:17
1
პირველის ტაიმის მერე ლოკო სამი ჰანფიკაპით 0:3 1.2 ჰკონდა კოეფიციენტი მიდი და დაიჯერე ახლა ქართული ფეხბურთის :(
L.J.
04 ივლისი 2020 00:51
10
ფრუიძემ ისე რაც იცის იმას აკეთებს დროშია ჩარჩენილი
ზაზა
04 ივლისი 2020 00:11
2
Geguchadze wadi sanam.droa
Batumeli shavi
03 ივლისი 2020 23:29
3
არა რა აშკარად მზადაა ფრუიძე რომელიმე კარგი სოფლის გუნდის მწვრთნელობისთვი,ტაქტიკურად,ფეხბურთელებთან სიახლოვით,დღეს საერთოდ უმაგრესი თამაში აჩვენა,ნეტა სად არიან ფრუიძის დამცველი კლავიატურის ვირტუოზები
იკო
03 ივლისი 2020 23:20
1
ფრუიძეს მართლა მწვრთნელი გონია თავი,ყველა ფეხბურთელები ვინც მასთან იყო იძახის რომ უვიცია და ჩანს კიდევაც, გარდა ამისა ფეხბურთელებთან ურთიერთობაც ეშლება კომუნისტია და იმიტომ
იკო
04 ივლისი 2020 00:04
1
არაა მეგობარო მთლად ეგრეც, კორღალიძის მწვრთნელობის დროს რ არ წააგო დინამოსთან ლოკომოტივმა? 6-0. კორღალიძე ნამდვილად კარგი მწვრთნელია მაგრამ .....
გიორგი კაჭკაჭიშვილი
03 ივლისი 2020 23:50
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული