25 ივნისს, განახლებული ეროვნული ლიგის მესამე ტურში, თბილისის "დინამომ" "საბურთალო" 3:0 დაამარცხა.
კორონავირუსის გამო შეჩერებული საქართველოს ჩემპიონატი ტურის და საერთოდ, ტურნირის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩით განახლდა, რომელშიც "დინამომ" მოულოდნელად ადვილად დაჯაბნა მეტოქე და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
მატჩი "საბურთალოს" აკადემიის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.
პირველ ტაიმში "დინამო" შესანიშნავად შესრულებული საჯარიმოთი კუციამ დააწინაურა. შესვენების შემდეგ ბუღრიძის განივ გადაცემაზე ყველას კაპანაძემ დაასწრო და ანგარიში გაზარდა, ხოლო ცოტა ხანში თავად ბუღრიძემაც დალაშქრა კუპატაძის კარი და გამარჯვებულის ვინაობაც გაარკვია.
2 ივლისს "საბურთალოს" ბათუმში ადგილობრივ "დინამოსთან" მძიმე გასვლა ელის, თბილისის "დინამო" კი 3 ივლისს "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.
თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო-დინამო (თბ) 0:3
გოლები: 0:1 კუცია (17), 0:2 კაპანაძე (50), 0:3 ბუღრიძე (54)
გაძევება: ლაკვეხელიანი (87)
საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი (კ), ლაკვეხელიანი, კაკუბავა, ნონიკაშვილი (გულიაშვილი 61), ტერა (ცნობილაძე 46), ალთუნაშვილი, ტაბატაძე, კოხრეიძე (მაჭარაშვილი 69), ქავთარაძე
მთ. მწვრთნელი: შალამბერიძე
დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, ლოჩოშვილი, კობოური, ქიმაძე, მექვაბიშვილი (ქარდავა 71), ტრუბოჩკინი, პაპავა (კ), პერნამბუკო (დაფე 85), კუცია, ბუღრიძე (აზაროვი 75), კაპანაძე
მთ. მწვრთნელი: ჩხეტიანი