გიორგი ჭიაბრიშვილი "ლოკომოტივის" მწვრთნელად დანიშნეს

AutoSharing Option
გადაყენებული სოსო ფრუიძის ნაცვლად თბილისის "ლოკომოტივს" სათავეში გიორგი ჭიაბრიშვილი ჩაუდგება, - ამის შესახებ ინფორმაცია "რკინიგზულმა" კლუბმა საიტით გაავრცელა.

"თბილისის "ლოკომოტივს" ხვალიდან გიორგი ჭიაბრიშვილი ჩაიბარებს. მხარეებმა სამწელიწადნახევრიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს.

ახალი მთავარი მწვრთნელი ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს უკვე წარუდგინა. ხვალ კი ახალგაზრდა სპეციალისტი პირველ ვარჯიშს ჩაატარებს და 9 ივლისს, ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ, ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩში გუნდს მოედანზე უკვე ჭიაბრიშვილი გაუძღვება.

გიორგი ჭიაბრიშვილი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელია. საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსთან" ერთად, მან ეროვნული ლიგა და საქართველოს თასი მოიგო. ახლა
კი, ახალგაზრდა სპეციალისტი წარმატების მიღწევას უკვე "ლოკომოტივთან" ერთად შეეცდება.

ბევრ წარმატებას და ახალ ტიტულებს ვუსურვებთ გიას "ლოკომოტივთან" ერთად!".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ცირკია სააფეხბურთო ლიგის ნაცვლად. 2 ტურში ყველაზე სტაბილურ მწვრთნელს რომ ცვლი რა ლოგიაა
giggs
07 ივლისი 2020 12:49
0
წარმატებები გიო როგორც საქართველოს ჩემპიონატზე ასევე ევროთასებზე
DAVE
07 ივლისი 2020 11:46
0
ამ შემთხვევაში მწვრთნელის და კლუბის ხედვა სხვა და სხვაა,ასე რომ დიდი ხნის ურთიერთობა ვერ ექნებათ.
ჰენრი
07 ივლისი 2020 10:22
0
კარგი მწვრთნელია ეს კაცი,ამის ხელში კარგი გუნდი დადგება "ლოკო", მაგრამ ლარის კურსივით სწრაფად არ შეიცვალოს მწვრთნელები
კობა სებელი
07 ივლისი 2020 10:13
0
6 ტურის მერე ვინ იქნება შემდეგი?
ზორბეგი
07 ივლისი 2020 09:16
0
კარგი არჩევანია ნამდვილად.წარმატებები.სოსოც არ იყო ცუდი,მაგრამ რახან ასე მოხდა,ცუდი არჩევანი ნამდვილად არ არის......
კახა ქ.
06 ივლისი 2020 23:48
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული