თემურ შალამბერიძე: ისეთი თამაში იყო, ვინც გოლს გაიტანდა, ის მოიგებდა

AutoSharing Option
"თელავთან" 1:0 გამარჯვების შემდეგ, "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ მატჩზე ისაუბრა:

"ოთხი თვის უთამაშებელ ფეხბურთელს ძნელია ხარისხიანი თამაში მოსთხოვო, თუმცა ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი. შედეგით კმაყოფილი ვარ. სასიამოვნოა, რომ მოვიგეთ, საჭირო გამარჯვება იყო. მეტოქე საკმაოდ კარგი გუნდი გვყავდა – "თელავმა" თავისი თამაშებით დაამტკიცა, რომ მებრძოლი და კარგად დაკომპლექტებული კლუბია. მათ წარმატებებს ვუსურვებ.

საგოლე მომენტები მეორე ნახევარში გვქონდა, მაგრამ ისეთი თამაში იყო, ვინც გოლს გაიტანდა, ის მოიგებდა. მიხარია, რომ ჩვენ გავიტანეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ".

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
მეტსაც გეტყვით, გოლი რო არავის გაეტანა, ფრე იქნებოდა
ლოგიკა
13:45 11-07-2020
2
ერთ გოლზეა ლაპარაკი შე უტვინო
ზეზვა
14:17 11-07-2020
0

სიახლეები პოპულარული