ქართული გუნდების ფან-კლუბთა ჯახი - "დინამოს" ფანებმა "ტორპედოს" ბანერი მოიპარეს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/Dinamo1925Ultras

თბილისის "დინამოს" ფანებმა ქუთაისში გამართული "ქართული კლასიკოს" დასრულების შემდეგ, ღამით "ტორპედოს" ფან-კლუბს გუნდის ბანერი მოჰპარეს.

მოგეხსენებათ, საკლუბო სიმბოლიკა ყველა გუნდის გულშემატკივართა წმინდა ნივთს წარმოადგენს და მისი დაკარგვა სირცხვილად ითვლება, ხოლო წართმევა კი - საამაყო საქმედ.

თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებმა მოპარული ბანერის ფოტო "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განათავსეს და აღნიშნეს, რომ გაერთიანების დაბადების დღე ასე აღნიშნეს.

ამ საქციელმა კი "ტორპედოს" ფან-კლუბის უკმაყოფილება გამოიწვია და მათ საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" დაწერეს, რომ ღამით დაკეტილი სტადიონიდან დაუცველი ბანერის მოპარვა ღირსეული საქციელი არ იყო.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ესენი ფან კლუბი კი არა, ქართული მარშის დამნაშავეები არიან
გიორგი
15:17 14-07-2020
8
ეს სიმახინჯე ( რომელსაც არაფერ ქართულათან საქმე არა აქვს) უნდა ამოიძირკვოს. რა ფანი, რის ფანი? კაცი რომ ფეხბურთის გულისთვის, მეორეს დედას აგინებს ის რისი ღირსია? ჟურნალისტები შეეშვით ამ ნაგვის რეკლამირებას და სპორტზე წერეთ. არც ეს ფანები გვინდა და არც ფეხბურთელების ნაშები. ფეხბურთელებმა კიდევ თმაში და პატრიოტიზმი ისწავლეთ, ძარღვი დაიბრუნეთ
zuka
13:38 15-07-2020
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული