თემურ შალამბერიძე: მსაჯმა გოლი ვერ დაინახა, ხდება ხოლმე

AutoSharing Option
"ლოკომოტივთან" ნამატჩევს (0:0) კომენტარი კლუბის საიტთან "საბურთალოს" მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ გააკეთა:

"პირველ ტაიმში ძალიან ცხელოდა და ჭირდა მოედანზე მოძრაობა. მეორე ნახევარში კი შედარებით ტემპს მოვუმატეთ და ვფლობდით უპირატესობას. თუმცა, ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

რაც შეეხება არჩათვლილ ბურთს - ვნახე მომენტი. რა თქმა უნდა, გოლია. რას ვიზავთ, ხდება ხოლმე, ვერ დაინახა მსაჯმა. "ლოკომოტივი" პროგრესირებადი და საინტერესო გუნდია, წარმატებებს ვუსურვებ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
შეცდომა აშკარა იყო და ამიტომ ბატონმა თემურმა,ბევრი აღარაფერი თქვა.ისედაც ცხადია ყველაფერი.აი კოხრეიძის ტრავმაზეც რომ ეთქვა რაიმე,კარგი იქნებოდა.ფეხი ძალიან ცუდად ჩაუყვა და მეშინია, მყესები სერიოზულად ხომ არ დაიზიანა.
სოსო
09:46 19-07-2020
0

სიახლეები პოპულარული