მსაჯის დასჯილმა "დილამ" პასიური თამაშისთვის "საბურთალო" დასაჯა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მერვე ტურში "საბურთალოსა" და "დილას" მატჩი 1:1 დასრულდა.

თავიდან "საბურთალო" უტევდა და 28-ე წუთზე ტერამ ანგარიში ალთუნაშვილის კარგი პასის შემდეგ გახსნა. ამის მერე მასპინძელთა იერიშები ჩაცხრა და "დილა" გააქტიურდა - მე-40 წუთზე კოვტალიუკს გოლის გატანა კუპატაძემ არ დაანება.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი კოვტალიუკი სრულიად არასაჭირო სიტუაციაში კაკუბავას ეუხეშა და მსაჯმა კვირიკაშვილმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. უნდა ითქვას, არბიტრმა გორული გუნდის საკვანძო ფეხბურთელის მიმართ ზედმეტი სიმკაცრე გამოიჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე რიცხობრივ უმცირესობაში იყო, "საბურთალო" ანგარიშის
შენარჩუნებაზე აკეთებდა აქცენტს და დაისაჯა კიდეც: "დილას" 56-ე წუთზე კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ლაცაბიძემ შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ შეცვლაზე შესულმა სპანდერაშვილმა გამოიყენა იმავე ლაცაბიძის აქტიურობის შედეგად და საპასუხო გოლი გაიტანა.

"დილა" 16 ქულით ლიდერია, "საბურთალო" კი 13 ქულით მესამე ადგილზეა.

10 აგვისტოს "დილა" "ლოკომოტივს" უმასპინძლებს, ხოლო 11 აგვისტოს "საბურთალო" სტუმრად "სამტრედიას" დაუპირისპირდება.

თბილისი."მიხეილ მესხი"
საბურთალო - დილა 1:1
გოლები: 1:0 ტერა (28), 1:1 სპანდერაშვილი (79)
გაძევება: კოვტალიუკი (45+2)

საბურთალო (3-5-2): კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი (კ), ჭიჭინაძე, კაკუბავა (გრიგალაშვილი 68), ცნობილაძე, ტერა (მაჭარაშვილი 46), ალთუნაშვილი, ტაბატაძე, ქავთარაძე, გულიაშვილი (ლუმუ 73)

მწვრთნელი: შალამბერიძე

დილა (3-4-1-2): გუგეშაშვილი, ლაცაბიძე, ხურცილავა (კ), მაისაშვილი, იენდეუნტი, ეტოუ (სანტოსი 63), ნონდი, მარკოზაშვილი (მადინგა 46), გორგიაშვილი (სპანდერაშვილი 30), ლექვთაძე, კოვტალიუკი

მწვრთნელი: ნემსაძე
მკითხველის კომენტარები / 14 /
შალამბერიძე გასაშვებია ძინავს საბურთალოს პრეზიდენტს?
ისე ხალხო ევრო სტანდარტების გუნდი რომ გინდათ და სასომხეთის გუნდს ვერ მოუგეთო იცით რომ იმის ერთ ფეხბურთელს რაც აქვს ხელფასი აქ 5 ფეხბუთელი რომ შეკრიბო აღრმატება ჩვენების ხელფასს
გულშემატკივარი
03 აგვისტო 2020 11:28
1
საბურთალოს არ ხვდება ჩემპიონობა, არარის ჟილკიანი გუნდი. ბევრჯერ დაამტკიცა ეს.....
გაიხსენეთ შარშანაც როგორ სუსტად ეთამაშა აქ სომხეთის გუნდს.
დათო
03 აგვისტო 2020 02:30
2
ამათ სახელად ქვიათ ფეხბურთელები, თორემ მენახირეები არიან, ხულიგნები და ზანტი ვითომ მორბენლები. ბევრს უხეშობენ, ამ თამასში მინიმუმ სამი გასაგდები იყო, ჩვენი ტრენერები, ტრენერი ისაა, რომ იგინება, მართლა ხისთავიანი ახალგაზრდებს ზრდიან და გონიათ კაცი გავზარდეთო...ხტფუი! დაჭეჭყილ ვედროში
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
03 აგვისტო 2020 01:54
3
ვირი ყოფილა კოვტალიუკი, უხეში ვირი,
არადა ვიცი მის შესაძენად ფული დახარჯეს.
ვირს, თუ ეძებდით, ეგე გურჯაანში ჩასულიყავთ და ერთ პაკრიშკის ფასად ორ ვირს იყიდიდით...
დილა მაგარია, მიაწექ გახარია!!!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
03 აგვისტო 2020 01:48
11
შალამბერიძე ნემსაძეს შეხვდა,
ანუ ლოკო და დილა შეებნენ.
ყოჩაღ ნემსაძეს, მართლა კაი გუნდი შეუკრავს, მაგრამ რად გინდა? თურმე მეკარე დუდუკს ვერ უკრამს. მიბაძეთ რიონს, ნადიკვარს და ონის ბეღურას,
საჩხერე ნახეთ, გაზი აქვს და ცხოვრობს მეფურად.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
03 აგვისტო 2020 01:43
8
ექიმმა რაო? :) :) :)
ბიჭო. ბიჭო, ბიჭოოო
07 აგვისტო 2020 01:04
0
პაპის ნაჭამმა ჭანჭურმა, შვილს აუშალა კუჭიო. დიდი სოსოს უბანში, ბურთს აგორებს ნოდარა. სირცხვილია სირცხვილი, გორის დილა მაგარია...!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
03 აგვისტო 2020 01:38
6
ხომ მშვიდობა გაქვს მეგობარო? :D :D :D
გიო
03 აგვისტო 2020 12:51
0
სკამი არ ყავს დილას.სულ 15 ფეხბურთელ ყავს.ბავშვთა ფეხბურთი არ არსებობს გორში საერთოდ 2 ახალგაზრდა გორელი მაინც რომ ყავდეთ?არ აპირებენ არავის დამატებას?ასე ორი მეკარით და 13 მინდვრის მოთამაშით როგორ უნდა ითამაშონ,ორმა კაცმა რომ მიიღოს ტრავმა სათადარიგოების გარეშე ითამაშებენ?არადა მაგარი შანსი აქვთ ჩემპიონობის,მოკლე ჩემპიონატია თან,მარა ორი სამი კაცი თუარ დაიმატეს ვერ გაუქაჩავენ დინამოს და ბათუნს მაინც.
master
03 აგვისტო 2020 00:10
0
ეროვნული ლიგის ტურის მიმოხილვებს რატომ აღარ აკეთებს პირველი არხი ან სფფ იუთუბ არხი.
კვარა
02 აგვისტო 2020 22:01
0
ძალიან უხეშად ითამაშა და გასაძევებელი იყო, ბურთი და მოედანი გადაცემაა რომ არის სილქნეტზე, ხშირად არჩევენ რომ ქართველი არბიტრები ზედმედატ ლმობიერები არიან, გადიან მერე ევროპის ლიგაზე და იქ ვისჯებით. ჯერ ჩაარტყა მერე მეორე ფეხი მიაყოლა, არა უშავს მერე მიეჩვევიან რომ მსგავსი უხეშობა არ შეიძლება.
zaza
02 აგვისტო 2020 20:42
6
დილამ თუ სამივე საშინაო თამაში მოიგო დიდი ალბათობით ჩემპიონიც გახდება.
a a
02 აგვისტო 2020 19:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული