"რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მეშვეობით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა რამდენიმე დღის წინ წყნეთის გზაზე მომხდარი კრიმინალური თავდასხმა საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" წილების თაობაზე მიმდინარე დავასთანაა დაკავშირებული.
ასევე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო" ჩართულია სასამართლო დავაში და ორი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" წილებთ
ან დაკავშირებით არ მიმდინარეობს არანაირი სახის სამართლებრივი ან კომერციული დავა არც საქართველოში და არც სხვა რომელიმე ქვეყნის სასამართლო სისტემაში. ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
ამასთან, საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო" არ არის ჩართული არანაირი სახის სასამართლო დავაში, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს წილების გადანაწილებას ან კლუბის მიმართ რაიმე უფლებების განხორციელებას. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო" ან მისი პარტნიორები ჩართულნი არიან სასამართლო დავაში, რომელიც ორი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა, არ შეესაბამება სინამდვილეს.
კლუბი სრულად არის კონცენტრირებული საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებზე, რათა მიმდინარე საფეხბურთო სეზონშიც შეინარჩუნოს საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მისი ერთგული გულშემატკივარი ევროპულ ასპარეზზე წარმატებული გამოსვლით გაახაროს!" - წერია "დინამოს" განცხადებაში.
ეროვნული ლიგა. VIII ტური: "დინამომ" მოიგო და გალიდერდა - ხვალამდე? [VIDEO]
ეროვნული ლიგა. VII ტური: თბილისის "დინამომ" "სამტრედიას" ადვილად სძლია [VIDEO]