რას ერჩიან ფეხბურთელებს? - "ჩიხურამ" ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგობა ვერ გაუწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში ბათუმის "დინამომ" "ჩიხურას" 4:0 მოუგო.

ზღვისპირელებმა პირველივე  ტაიმში მოუთავეს მეტოქეს საქმე, შესვენების შემდეგ კი ძალები დაზოგეს.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ასეთ სიცხეში (ტემპერატურა პლუს 34 გრადუსი იყო) მატჩის დანიშვნა არ შეიძლება, ეს ფეხბურთელებს თამაშში ხელს უშლის და სხვა რომ არაფერი, მათ ჯანმრთელობასაც ვნებს.

ბათუმის "დინამოს" 17 ქულით მეორე ადგილზეა და 16 აგვისტოს თბილისში "მერანს" შეხვდება.

"ჩიხურა" კი 5 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე პოზიციაზე დარჩა და 18 აგვისტოს "საბურთალოს" დაუპირისპირდება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩიხურა - დინამო
(ბთ) 0:4
გოლები: 0:1 ნიქაბაძე (3), 0:2 კობახიძე (28), 0:3 ჯიღაური (42), 0:4 ჯიღაური (79)

ჩიხურა (4-2-3-1): ბეგაშვილი, მაჩაიძე, კაშია (კ), ჯაფიაშვილი, ჯავაშვილი, ჩიკვაიძე, გვაზავა (ტეფნაძე 70), წიქარიძე (დეკანოიძე 46), კიკაბიძე, ღავთაძე, ბუხაიძე

მწვრთნელი: თურმანიძე

დინამო (ბთ) (4-2-3-1): ალავიძე (კ), ნავალოვსკი, კობახიძე, ობოაბონა, ტეიდი, ჯიღაური, გონსალვესი (გაფრინდაშვილი 26), მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, ფლამარიონი (რეინალდო 52), ნიქაბაძე

მწვრთნელი: გეგუჩაძე
მკითხველის კომენტარები / 5 /
იმას ერჩიან რომ ევროტურნირებზეც შეძლება მოუწიოთ ასეთ სიცხეში თამაში.აბა ყაზახეთის ან სომხეთის გუნდი რომ შეგვხვდეს სწორედ ასეთ სიცხეში დანიშნავენ თამაშს
master
07:28 10-08-2020
1
ოეე კოტეე, ანგარიშზე კი არ არის ლაპარაკი რომელ წუთზე გავიდა გოლი, სიცხე უშლის თამაშის ხარისხს.
ზეზვა
23:17 09-08-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული