6 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მეათე ტურში ბათუმის "დინამომ" გასვლაზე 2:1 მოუგო თბილისის "მერანს".
ამ გამარჯვების შედეგად ბათუმის "დინამომ" 20 ქულა დააგროვა და მიმდინარე ჩემპიონატზე პირველად გალიდერდა.
"მერანი" კი 4 ქულით კვლავ უკანასკნელ, მეათე ადგილზეა.
12 სექტემბერს ბათუმის "დინამო" თბილისელ თანაკლუბელებს უმასპინძლებს, რომელსაც 1 ქულით უსწრებს, ხოლო "მერანი" იმავე დღეს "საბურთალოს" დაუპირისპირდება.
თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
მერანი (თბ) - დინამო (ბთ) 1:2
გოლები: 0:1 რეინალდო (51), 0:2 ნიქაბაძე (55), 1:2 გოგოლაშვილი (84)
მერანი (თბ) (4-2-3-1): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ნუსუევი (ხაბულიანი 80), ფოფხაძე (კ), თევზაძე, ვასაძე, შარიქაძე, გეწაძე (გოგოლაშვილი 68), გაბისკირია, სარდალიშვილი, ფიფია (შენგელიძე 77)
მწვრთნელი: დარასელია
დინამო (ბთ) (4-2-3-1): ალავიძე (კ), ნავალოვსკი, კობახიძე, ობაობონა, ტეიდი, ჯიღაური, გონსალვესი, მანჯგალაძე, მამუჩაშვილი (ჩალაძე 71), რეინალდო (თევდორაძე 60), ნიქაბაძე (დვალიშვილი 81)
მწვრთნელი: გეგუჩაძე