რომან ჭანტურია "დილას" ფეხბურთელია

AutoSharing Option
მცველი რომან ჭანტურია კარიერას "დილაში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:

"24 წლის ცენტრალური თავდამსხმელი რომან ჭანტურია, რომელიც რამდენიმე კვირაა ჩვენს კლუბთან ერთად ვარჯიშობს, "დილას" უკვე ოფიციალურად შეუერთდა. მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და ჩვენს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე გააფორმა.

რომან ჭანუტურია თბილისის "ლოკომოტივის" აკადემიის აღზრდილია, რომელმაც კარიერა იტალიურ "ემპოლიში" გააგრძელა, საიდანაც განათხოვრების წესით თამაშობდა პორტუგალიის, იტალიის და მალტის კლუბებში. ასევე იჯარის წესით მან 2 ქართულ კლუბში ითამაშა, 2018 წელს მშობლიურ "ლოკომოტივში" და 2019 წელს ბათუმის "დინამოში".
ამის შემდეგ კი იგი თავისუფალი აგენტი გახდა და სწორედ ამ სტატუსით შეუერთდა ჩვენს კლუბს".

მკითხველის კომენტარები / 7 /
Ghvinianidzem ramdenime celia tamashs tavi daaneba
0
მცველი არა მეკარეა მეკარე :-)))
0

სიახლეები პოპულარული