ეროვნული ლიგა: დაძაბულ ბრძოლაში "დილამ" "ტორპედოს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: facebook.com/pg/FCDilaGori/

19 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მეათე ტურში გორის "დილამ " საკუთარ მოედანზე უმასპინძლა ქუთაისის "ტორპედოს".

ანგარიში 22-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. ციცქიშვილმა საჯარიმოს ცენტრიდან დაარტყა - გუგეშაშვილმა ბურთი მოიგერია, თუმცა ივანიშვილმა ზუსტად დაამატა - 0:1.

მასპინძლებმა ანგარიში მალე გაათანაბრეს. 25-ე წუთზე ქუთაისელებმა საკუთარ საჯარიმოში ირაკლი ლექვთაძე წააქციეს, ხოლო პენალტი ზუსტად ნუგზარ სპანდერაშვილმა შეასრულა - 1:1.

58-ე წუთზე "დილამ" შეტევა ცენტრიდან წამოიწყო, სპანდერაშვილმა კი შოვნაძეს ახლო კუთხეში გაუტანა და ქართლელები წინ გაიყვანა - 2:1.

მატჩის მთავარი არბიტრის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე
შეხვედრის საბოლოო ანგარიში მარკოზაშვილმა დააფიქსირა - 3:1.

გორი."თენგიზ ბურჯანაძე"

დილა - ტორპედო 2:1

გოლები: ივანიშვილი 0:1 (22), სპანდერაშვილი 1:1, 2:1 (26, 58)

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა არასპორტული ვიდები აქვთ ისე ჩვენ ფეხბურთელებს, არც ათლეტური აღნაგობა, არც ვიზუალური სპორტული ახალგაზრდული გარეგნობა, / უბანაში , სოფლის ორღობეში მობირჟავეეებს გვანან.../ (სპორტულ გარეგნობაში არ ვგულისხმობ რათქმაუნდა, ტატუებს და კიკინებს)
Vasili
17:49 20-08-2020
0
ტირანას კი მოუგებდა დილა 1:0 მაინც!
გოგა
10:03 20-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული