კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" 0:2 დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

"კახა ჩხეტიანმა დედაქალაქური გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით კახამ ჩვენი კლუბის ვებგვერდზე გააკეთა კომენტარი.

კახა ჩხეტიანი: "გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში "დინამოს" ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე, ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება - ვიღებ
გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.

მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ; მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც "დინამოს" ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო".

კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

მკითხველის კომენტარები / 67 /
ფიფია რო დამნაშავეა აქ ორი აზრი არ არი დამნაშავეა როცა მოგყავს მწვრთნელად ადამიანი,რომელიც გაგებაში არ არი მწვრთნელობის.
მაგრამ კაი მოიყვანა დინამოში,ფიფიამ დაავალა რომ გუნდი ნახირს დაამსგავსეო?კაცმა ერთი ნორმალური თამაში ვერ აჩვენა გუნდში.საბურთალომაც წააგო მაგრამ ასეთი უსახური ფეხბურთი არ უთამაშია.სხვა დროსაც და სხვა გუნდებსაც წაუგია,მაგრამ ასეთი დებილური ფეხბურთი რო რომელიმე გუნდს ეთამაშოს ვერ ვიხსენებ.გუნდს მწვრთნელის გარეშეც შეეძლო უკეთესი ფეხბურთი ეთამაშა.მოკლედ ეხლა ჩხეტიანის მოყვანილი კვასხვაძე,კაპანაძეც გაიყოლოს წავიდნენ საიდანავ დიდი ამბით მოვიდნენ.ლოჩოშვილი რომ ლოქოშვილია ფაქტია,მაგრამ პირველი გილოც კვასხვაძის დებილობით გავიდა,მეორეზე სერთოდ აღარაფერს ვიძახი
ლ.გიო
21 აგვისტო 2020 07:50
3
"სტაფი"არსად დაგეკარგოს ჩხეტიანო.აი, შენ კი გაქრი
გია
21 აგვისტო 2020 02:33
2
ბოდიში, გამომრჩა, რამოდენიმე ტელევიზიის გადამღები ჯგუფიც იყო მოსული, ეტყობა ეგონათ ბევრი ხალხი მოვიდოდა:)...მალე გაიძურწნენ:))).
emigranti
21 აგვისტო 2020 02:20
1
ბატონო კახა! ეს ბოდიშის მოხდასთან ერთად რომ გაგეკეთებინა, უფრო ჩაგეთვლებოდა. სამწუხაროდ მხოლოდ თქვენ არა ხართ დამნაშავე "დინამოს" ამ დონემდე მიყვანისა. ბატონი რომან ფიფიაა მთავარი დამნაშავე ამაში და ის როგორ მოვიშოროთ მაგაშია პრობლემა. ერთ რამეს გატყვით. ჟორდანიას "მეფობისას" ბევრი სამარცხვინო ფაქტი ხდებოდა "დინამოში", არაერთხელ დავწერე სპორტში და ყველაფერი ბურუსში იყო გახვეული. ვერაფერს რომ ვერ მივაღწიე, გაზეთში ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქციის გამართვის და ჟორდანიას გადადგომის მოთხოვნით გულშემატკივართა შეხვედრის თარიღი და დრო გამოვაცხადედ ბატონების მერაბ მამულაშვილის და კონსტანტინე გოგიშვილის თანხმობით. აბა რა გითხრათ. დასვენების დღეს, შუადღისას, კარგ ამინდში, სულ 20 კაცი მოვიდა. ბატონი მერაბ მამულაშვილიც იქ იყო და დამიდასტურებს რამე რომ იყოს. გარემოებებმა და ჩემმა გაუსაძლისა ხასიათმა სამშობლოს მომაშორა და გეფიცებით, საქართველოში რომ ვიყო აქამდე ავაოხრებდი ფიფიას რეზიდენციას. დათქვით დღე, შეიკრიბეთ, ათასობით, და შეუსრულეთ მაგ ნაძირალას. სიგიჟემდე ვამაყობ ქართული ფეხბურთით და მისი ტრიუმფით, "დინამო" ხომ ხატია ჩემთვის, დარწმუნებული ვარ ასეთი მე მარტო არა ვარ. ჰოდა მოშორდით ამ დედანატირებ კლავიატურას და ვისაც გული შეგტკივათ გამოდით. აბა გულშემატკივარი რატო გვქვია?!
ადმინ არ დამიბლოკო გთხოვ.
emigranti
21 აგვისტო 2020 02:17
2
კახა ჩხეტიანს მინდა მადლობა ვუთხრა რომ დატოვა დინამო თბილისი ღირსეული ნაბიჯი გადადგი ღირსეულად თან ბოდიშის მოხდით მაგრამ!!! კახა ერთ რამეში არ დაგეთანხმები !!! ბულინგი კი არ მოყვა ინტერნეტსივრცეში ფეხბურთელების თქვენი და მთლიანად დინამო თბილისის არამედ!!! სამართლიანი შეფასებები მოყვა ქომაგებისგან სიმართლე ითქვა!!! და ამას ბულინგი არ ქვია!!! მაგრამ მესმის თქვენიც...თქვენს თავზე იღებთ პასუხისმგებლობას...ფეხბურთელები რომან ფიფია და დინამოს ხელმძღვანელი პირები კი ჩუმად არიან!!!და კიდევ დიდი მაგრამ!!! თქვენი გადადგომით წასვლით და სხვისი დანიშვნით მხოლოდ,სიტუაცია არ შეიცვლება!!! რა დონეზეც არიან ფეხბურთელები გაზრდილები იმ დონის ფეხბურთს ითამაშებენ მეტს ვერა!!! ანუ ბავშთა ფეხბურთი სავალალო დღეშია!!!არ ვითარდება სწორად შედეგი რომ მოიტანოს!!! ასევეა სამწვრთნელო კუთხითაც!!! ხოლო დინამო თბილისში კი სიტუაციას აფუჭებს არასწორი სელექცია!!! ჭ კლასის უცხოელებში რატომ ყრით ფულს?!?...ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსაც მივმართავ რომ წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან შეკრიბოს მასალები ერთ დიდ დოკუმენტის სახით როგორც ბავშთა ფეხბურთში ბავშვების აღზრდის კუთხით ასევე მწვრთნელების კვალიფიკაციის კუთხით სულ 5ადამიანის ვოიაჟი ეყოფა ამას ყველაზე მაქსიმუმ!!! და რომელი დეტალებიც კი ქართულ ტექნიკურ ფეხბურთს შეესაბამება დანერგეთ და ასევე ფიზ მომზადების კუთხით ბავშვთა ასაკიდან სწორად რომ აღიზარდონ ესეც!!! და შედეგი ამის Dემდეგ მოვა პლიუს ბავშვთა ფეხბურთში ფინანსების საჭირო დაფინანსება გაზარდეთ აიღეთ საკუთარ თავზე კლუბის მეპატრონეებმა რადგან ბევრ ნიჭიერს პერსპექტიული ტალანტიანს ბუნებრივად რომ აქვს თანდაყოლილი ყოველთვიური და შეკრებების ფულის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნიათ!!! და თავს ანებებენ ფეხბურთს!!! და იკარგება ტალანტები!!! თუ არადა აგერ უდაბლესი შედეგებიც სახეზე გაქვთ!!!ფიფიავ ან გაითვალისწინე რჩევები ან ფეხბურთის მცოდნეები სუფთა წარსულის მქონე ხალხს მიყიდე გუნდი ქართველებს მხოლოდ!!! და არა აქ უკვე ძველ ყოფილ მეპატრონეებს!!! არც მათი დინამო თბილისი იყო გუნდი-იყო ფულის საკეთებელი დაზგა მხოლოდ!!! და ასევე ლევან კობიაშვილი თქვენც გაითვალისწინეთ ეს რჩევა როგორც ბავშვთა ისე ზრდასრულ ფეხბურთელთა ასევე მწვრთნელთა ბავშვთა თუ ზრდასრულთა განვითარების პროგრამის დანერგვა მასალების მოძიება ერთ დოკუმენტად აკინძვა და საქართველოშივე სემინარების გამართვა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მწვრთნელად გახდომის მსურველთა დასაკმაყოფილებლად!!! მილიონებს ან ასი ათასობით რომ იხდით უცხოელ მწვრთნელებს ანდა ერთჯერად სემინარებზე რომ უშვებთ ერთ ორ ადამიანს და დიდი ხარჯები რომ ჭირდება ყოველივეს!!! თუ არადა ასე დაბეჩავებული შედეგები გექნებათ!!! ხალხნო ნურცერთი ნუღარ მივალთ სტადიონზე და იქნებ დაფიქრდნენ ? ასეც ვცადოთ ერთხელ რას იტყვით!? ჯერ კორონას გამო მაინც უმაყურებლოდ მოუწევთ მაგრამ გადაივლის ეს კორონაც და მერე ითამაშონ ცარიელი ტრიბუნის ქვეშ!!!
Simartle
21 აგვისტო 2020 01:01
2
სწორი გადაწყვეტილებაა. საკმაო დრო გქონდა ბატონო კახა იმისათვის რომ დინამოს ფეხბურთი ეთამაშა, თუმცა ვერ შეძელი. გუნდის თამაში ოველდღიურად უარესდებოდა. თამამი და აუციელებელი ნაბიჯი გადადგი
123
21 აგვისტო 2020 00:55
3
პარლამენტთანაც უნდა იკრიბებოდეს ხალხი როცა საჭიროა და დინამოს რეზიდენციასთანაც, მარტო ფიფიასი ნაღდად არაა თბილისის "დინამო", ეს საქართველოს წამატებული ფეხბურთის და საამაყო ისტორიის მთავარი ნაწილია, ვინაა ფიფია, ფიფის კი არა ბერლუსკონის და ანიელის უწყობდნენ ობსტრუქციას, როცა რამე არ მოსწონდათ, ან ესპანეთს გადახედეთ. ბერკეტი არის ხალხი, რომელიც სულგრძელად და პატიოსნად ელოდება დინამოსგან წარმატებას, მაგრამ ფიფიას ეს არ ესმის და არც აინტერესებს. სანამ უნდა ვუთმინოთ ამ დინამოსადმი გულცივ არსებას, გადადგეს, გაყიდოს ან გააყიდინონ დინამო.
21 აგვისტო 2020 00:25
3
კოტეს რეპლიკა რატომ წაშალე ადმინ?
vvv
22 აგვისტო 2020 16:39
0
ჯერ უნდა შექმნა გუნდი, ძლიერი გუნდი, რომელიც თუნდაც ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა, ამისათვის ფულია საჭირო, სულ რაღაც 5 მილიონი დოლარის ბიუჯეტი, მერე ნელ-ნელა მიჰყვე და როცა საჭიროა იყიდო, როცა საჭიროა გაყიდო ვიღაცა, არა ისე, როგორც ფიფია აზროვნებს, წასვლა უნდათ და მე ვერ ვაჩერებო, მიეცი ფული იმ სხვაგან გადამსვლელ ბიჭებს 2-3 წელი და მერე ათმაგად გაყიდი ყველას, მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ არაა მისი ტვინი ასე მოწყობილი, გამოჩნდება ვიღაც და ეგრევე ყიდის, სასაცილო ფასად, რამდენი ჩამოვთვალო, ქვილითაია, ჩაკვეტაძე, ნინუა, შენგელია, კუტალია.... ეს ბიჭები ჯამში რამდენად გაყიდა ფიფიამ? ჰაჰა 3-4 მილიონად, რამდენს მოითხოვდნენ ჯამში ხელფასად აქ რომ დარჩენილიყვნენ 2-3 წელი, და რამდენად გაიყიდებოდნენ ერთად შეთამაშებული ეს ბიჭები, ალბათ მინიმუმ 20-30 მილიონად ყველა ერთად, ეს სულ მინიმუმ, გაიგე ახლა როგორ უნდა გააკეთოს საქმე ფიფიამ? ატრიბუტიკასაც იყიდის ხალხი და მაისურასაც, მაგრამ იქამდე რომ მივიდეს გუნდი, ამას უნდა ჯერ სურვილი, მერე ფული, რომელიც ასე არ ემეტება ფიფიას და დრო, სულ რაღაც 2-3 წელიწადი.
ყოტეს
21 აგვისტო 2020 13:02
1
ყველა გამოხმაურება
ერთი მთხლე წავიდა,მეორე მოვიდა.ასე საქმე არ გამოვა.ასეთი მწვრთნელებით და საშუალოზე დაბალი დონის,ხურდაში გასაყოლებელი ფეხბურთელებით ვერაფერს გავხდებით.ბრაზილიის სკოლის გუნდების დონისაც კი არაა დინამო.არც მენეჯმენტი უვარგა. ნეტავ,ფიფიამ რუსეთში როგორ იშოვა ეს დიდი ფული? ეტყობა, რომ უპატიოსნოდ,თორემ ნიჭიერი და მონდომებული საქმის მკეთებელი ბიზნესმენი რაღაცას დაამგვანებდა გუნდს.
status quo
20 აგვისტო 2020 23:45
1
ფიფია როგორ გავუშვათ? რა არაა ღირსი? ესეთი შედეგის დამდები პრეზიდენტი რომელ ნაღდ გულშემატკივარს უნდა, იმ ბარსელონის პრეზიდენტზე კარგია ფიფია დავიჯერო? და ჩემთვის დინამო უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდი. დავიღალე, ამ ერთი კაცის გამო საყვარელ გუნდს როგორ არ ვუგულშემატკივრო???!!!! პ.ს ვეტერანები სად არიან დინამოს დიდიებას რომ ატარებენ???
გიორგი
20 აგვისტო 2020 23:34
1
კობიაშვილს პარლამენტში რა უნდა? ეს საქართველოში შეიძლება მოხდეს მხოლოდ! რა, საქმე გამოელია
zurab
20 აგვისტო 2020 23:32
6

სიახლეები პოპულარული