კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" 0:2 დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

"კახა ჩხეტიანმა დედაქალაქური გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით კახამ ჩვენი კლუბის ვებგვერდზე გააკეთა კომენტარი.

კახა ჩხეტიანი: "გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში "დინამოს" ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე, ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება - ვიღებ
გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.

მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ; მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც "დინამოს" ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო".

კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

მკითხველის კომენტარები / 67 /
ბევრი იშოვე,შეირგე გთხოვ აღარ გაეკარო უმუშევრობის პირობებში ტორპედოს,ხომ დაღუპეთ შენ და ჩაჩავამ აღარ მიხვიდე გთხოვ!
Gia
20 აგვისტო 2020 23:22
6
ნამდვილად ღირსეული კაცია ჩხეტიანი.ფიფიას მორიგ ავამტიურას შეწირული.ამის ხელში ჟორდანია რო სანატრელი გაუხდება დინამოს.არანაორი ბერკეტი არაა ამ ფიფიას მოსაშორებლად ნეტავ?გამოვა დაიწყებს ეხლა ისევ,აკადემია,აკაფემია,აკადემია...ვის რა ფეხებად უნდა ეგ შენი აკადემია,თუ ყოველ წელს სირამარცხვინოდ უნდა გამოხვიდე ევროპაზე.მაგ აკადემიამდეც იზრდებოდნენ ფეზბურთელები დინამოში.ერთი საშუალო კლუბი ვერ შეიქმნა 30 წელიწადში საფეხბურთო ქვეყანაში არადა ყაზახებმა,ბელარუსებმა,აზერებმა,მოლდოველებმა შეძლეს,მალე სომხებიც შეძლებენ,ჩვენ კი ერთ უაზრო წრეზე ვტრიალებთ.
Master
20 აგვისტო 2020 23:09
0
ეს ტორპედოში წავა იქ დაქცევამდე მიიყვანეს გინდი,ახლა ახალი პატრონია და კიდე არის შოვის და დაბოლების შანსი..დინამოში მთლად ასე ვერ იზამდა..იქ კიდე კლანი ელოდება..აბა ჰე ეხლა ხელმეორედ ტორპედოს დაქცევის გზას გაუყევი კახა..
გოჩა
20 აგვისტო 2020 23:07
4
არ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ზუსტად მისი მწვრთნელობისას აიღო გუნდმა თითქმის ყველა ჯილდო. იმ გუნდის დაშლა იყო მიზანი მავანი ხალხის მიერ. იმიტომ რომ ერთ-ერთი ძლიერი გუნდი იყო საქართველოში. ფიფიამ რომ დაღუპა გუნდი მაგაში გეთანხმებით.
achi
21 აგვისტო 2020 10:38
1
საერთოდ რას გადადიოდა დინამოში??? არ იცოდა მაგ მკვდარი სულების ყველა გრეხს მაგას რო დააბრალებდენ???
mirosan
20 აგვისტო 2020 23:05
2
აჰა განტევების ვაცი გამოუყვანიათ!! უნდა თქვა რომ ფეხბურთელები არ გივარგა მარტო შენი ბრალი არ იყო ეგ წაგება, სულ უმწვრთენლოთაც რომ იყოს გუნდი ეგეთი სამარცხვინო ფეხბურთი არ უნდა ითამაშოს!! ბულინგს რაც შეეხება არა მგონია ვინმე ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის მოწოდება იყოს რომ რომელიმე ფეხბურთელზე იძალადოს ან რაიმე მსგავსი მოწოდება იყოს. გუნდი რომ არ ძლიერდება, სელექცია რომ არ მუშაობს და დაბალი დონის მოთამაშეები ჩამოგვყავს, ამასთან საშუალო დონის ფეხბურთელი რომ გამოჩნდება და ეგრევე ვყიდით, რისი იმედი უნდა გვქონდეს?? ფიფიამ დინამო ვერ გახადა ისეთი გუნდი რომლითაც ჩვენი ვიამაყებდით, ევროსარბიელზე დინამო მაჩანჩალა გუნდად აქცია!!!
zaza
20 აგვისტო 2020 22:42
0
რუსთავიდან, ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ ქართულ ფეხბურთს ტკივილამდე და უძილო ღამეებამდე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩხეტიანი (რომელთანაც არანაირი სეხება არ გამაჩნია)და მისი უამრავი წინამორბედი, ყველაზე ნაკლებად არიან "დამნაშავეები". ისინი აისბერგის ხილული ნაწილები არიან. მენტალობა,საქმისადმი სიყვარული,შრომა, თავდადება... რომელი ერთი ჩამოვთვალო?! -ეს გვაკლია ჩემო კარგებო, თორემ მწვრთნელები საქვეყნოდ აღიარებული გვყვადნენ და შედეგი მაინც ვერავინ დადო.
ირაკლი
20 აგვისტო 2020 22:40
0
რა შუაში იყო ჩხეტიანი? ან ფეხბურთელები რა შუაშია? რომლებსაც მეტი არ შეუძლიათ. ვსვამ ლოგიკურ კითხვას - ეს ფეხბურთელები როგორ წარმოგიდგენიათ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე?
როდემდე უნდა გაგრძელდეს “დინამოს” სახელისა და წარსულის შეურაწყოფა? როდემდე უნდა გაგრძელდეს “დინამოს” ისტორიის დამწერი ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელების შეურაწყოფა?
წყლის პირში ჩაგუბება აქ დანაშაულია, დადუმებულია ფედერაცია, ვეტერანები, ფანკლუბი, რომელთაც საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვთ და ამ შესაძლებლობების მაგალითიც სხვა ქვეყნებში ბევრი გვინახავს. გთხოვთ ნუ ჩაიდენთ დანაშაულს და ნუ უყურებთ ყველა ჩვენგანის სიამაყის გარდაცვალებას გულხელდაკრეფილი, ბოძებული პატარ პატარა ანგარებების სანაცვლოდ.
გიო
20 აგვისტო 2020 22:38
0
წადი ბიძია წადი, თურმე ,,აბულინგებენ '' ): :( ფიფიამ, შენ და იმ ვაი ფეხბურთელებმა რომ დააბულინგეთ ამხელა გულშემატკივარი და მთელი ქარტული ფეხბურთი შეარცხვინთ ეგ არაფერია ხომ?
მწარე
20 აგვისტო 2020 22:37
1
რამდენს უნდა შეახოცოს ხელი
wbc
20 აგვისტო 2020 22:35
1
ისე რაც ეს ფეხბურთი განვითარების ფონდი თუ რა უბედურებაცაა ეს შეიმნა იმის მერე წინსვლის ნაცვლად საკლუბე ფეხბურთი სულ დაიქცა. არა არც მანამ იყო დიდი არაფერი მარა მილიონები მაინც არ იჭმეოდა ამდენი.
hhh
20 აგვისტო 2020 22:34
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული