ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" 0:2 დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.
"კახა ჩხეტიანმა დედაქალაქური გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით კახამ ჩვენი კლუბის ვებგვერდზე გააკეთა კომენტარი.
კახა ჩხეტიანი: "გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში "დინამოს" ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე, ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება - ვიღებ
გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.
მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ; მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც "დინამოს" ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო".
კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

ფიფიაც უნდა მიყვეს ჩხეტიანს. გუნდიც უნდა გაიწმინდოს და უფრო კვალიფიციური მოთამაშეებია საჭირო. ჩისკოს ეს არავითარ შემთხვევაში არ დაემართებოდა. ტირანასთან კარში პერალესით და დაცვაში მონხილით არ წავაგებდით!!
პ.ს. თუ თავად არ ყოფნით ფანტაზია სფფ-ს და მის პრეზიდენტს , მზად ვარ მე დაწერილი პროექტი მივაწოდო, დააფინანსონ 200 მილიონი ლარით და 10 წელში იქნება კონკრეტული შედეგი . მე პირადად არც თანამდებობა მინდა და არც ხელფასი, ისედაც კარგად ვარ უზრუნველყოფილი.