კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" 0:2 დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

"კახა ჩხეტიანმა დედაქალაქური გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით კახამ ჩვენი კლუბის ვებგვერდზე გააკეთა კომენტარი.

კახა ჩხეტიანი: "გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში "დინამოს" ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე, ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება - ვიღებ
გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.

მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ; მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც "დინამოს" ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო".

კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

მკითხველის კომენტარები / 67 /
ეს უკვე სხვა საქმეა! ახლა დოლიძე, მუგინეიშვილ კვასხვაძე და ტორპედოს სხვა ნარჩენებმაც აიკარით გუდა ნაბადი
ლადო
20 აგვისტო 2020 20:43
9
ბიჭო ტორპედო შეგეხვეწათ წამიყვანეთო??? ყოფილი ტორპედოელები რო წავლენ დარჩენილი ნარჩენებს რას უზამთ???
ზურა
20 აგვისტო 2020 21:46
0
სპორტული დირეკტორიც გაიყოლე... ფიფიაც ბარემ!! თორე გადაწერა ქართული ფეხბურთის ისტორია
giorgi
20 აგვისტო 2020 20:40
0
ერთი ცხვარი შეწირა მარტო ამ ამბავს:)
გოგა
20 აგვისტო 2020 20:38
1
ადრეც ამბობდა პასუხისმგებელი მე ვარო და მაინც გუნდში იყო აიახლა ღირსეულად მოიქცა და დატოვა გუნდი თავიდანვე არ მომწონდა რომ დანიშნეს
KA
20 აგვისტო 2020 20:37
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული