ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" 0:2 დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.
"კახა ჩხეტიანმა დედაქალაქური გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით კახამ ჩვენი კლუბის ვებგვერდზე გააკეთა კომენტარი.
კახა ჩხეტიანი: "გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში "დინამოს" ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე, ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება - ვიღებ
გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.
მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ; მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც "დინამოს" ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო".
კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

როდემდე უნდა გაგრძელდეს “დინამოს” სახელისა და წარსულის შეურაწყოფა? როდემდე უნდა გაგრძელდეს “დინამოს” ისტორიის დამწერი ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელების შეურაწყოფა?
წყლის პირში ჩაგუბება აქ დანაშაულია, დადუმებულია ფედერაცია, ვეტერანები, ფანკლუბი, რომელთაც საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვთ და ამ შესაძლებლობების მაგალითიც სხვა ქვეყნებში ბევრი გვინახავს. გთხოვთ ნუ ჩაიდენთ დანაშაულს და ნუ უყურებთ ყველა ჩვენგანის სიამაყის გარდაცვალებას გულხელდაკრეფილი, ბოძებული პატარ პატარა ანგარებების სანაცვლოდ.