ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" 0:2 დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.
"კახა ჩხეტიანმა დედაქალაქური გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით კახამ ჩვენი კლუბის ვებგვერდზე გააკეთა კომენტარი.
კახა ჩხეტიანი: "გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში "დინამოს" ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე, ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება - ვიღებ
გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.
მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ; მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც "დინამოს" ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო".
კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

მაგრამ კაი მოიყვანა დინამოში,ფიფიამ დაავალა რომ გუნდი ნახირს დაამსგავსეო?კაცმა ერთი ნორმალური თამაში ვერ აჩვენა გუნდში.საბურთალომაც წააგო მაგრამ ასეთი უსახური ფეხბურთი არ უთამაშია.სხვა დროსაც და სხვა გუნდებსაც წაუგია,მაგრამ ასეთი დებილური ფეხბურთი რო რომელიმე გუნდს ეთამაშოს ვერ ვიხსენებ.გუნდს მწვრთნელის გარეშეც შეეძლო უკეთესი ფეხბურთი ეთამაშა.მოკლედ ეხლა ჩხეტიანის მოყვანილი კვასხვაძე,კაპანაძეც გაიყოლოს წავიდნენ საიდანავ დიდი ამბით მოვიდნენ.ლოჩოშვილი რომ ლოქოშვილია ფაქტია,მაგრამ პირველი გილოც კვასხვაძის დებილობით გავიდა,მეორეზე სერთოდ აღარაფერს ვიძახი
ადმინ არ დამიბლოკო გთხოვ.