ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" 0:2 დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.
"კახა ჩხეტიანმა დედაქალაქური გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით კახამ ჩვენი კლუბის ვებგვერდზე გააკეთა კომენტარი.
კახა ჩხეტიანი: "გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში "დინამოს" ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე, ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება - ვიღებ
გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.
მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ; მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც "დინამოს" ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო".
კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

ხმა ამოიღეთ ჟურნალისტებმაც, ნუ ათამაშებთ ერთ ადგილს, თქვით სიმართლე. სადაა სახელმწიფოს მიერ დახარჯული მილიონების შედეგი?, ეს უკვე კრიმინალიცააა!
ალბათ დადგა დრო ჩვენც გავიგოთ, რომ საქართველოში საკლუბო გუნდების იმედი არ უნდა გქონდეს. იმიტომ რომ თუ ვინმე ნორმალური გამოჩნდა ყველას გაყიდიან. ერთი ნაკრები თუ იზამს რამეს.